ლატვიამ უკრაინას შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატური სისტემისთვის აღჭურვილობა გადასცა

ლატვიამ უკრაინას 300 ლეპტოპი გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატური სისტემისთვის, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. დახმარების პაკეტი ლატვიურმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა, LMT და TET-მა ლატვიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია Entrepreneurs for Peace-ის მხარდაჭერით უზრუნველყვეს.

აგვისტოში ლატვიამ უკრაინას სამხედრო შვეულმფრენი Mi-17 გადასცა.