უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმი ზელენსკი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის მხარდაჭერას ნიდერლანდების მხრიდან არანაირი გამოწვევა არ ექნება.
„რაც შეეხება ნიდერლანდებს: გთხოვთ, ნუ იქნებით შოკირებულნი. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ეს სტატუსი დღესაც გრძელდება და მას მხარს უჭერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გამოწვევები არ იქნება," - განაცხადა ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში.