ლატვია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის კიდევ 5 მილიონ ევროს გამოყოფს

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლატვიის მთავრობამ 2023 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ჩერნიგოვის რეგიონის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ევრო გამოყო და იმავე თანხის გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მომავალ წელსაც გეგმავს.

„წელს ჩვენ 5 მილიონი ევრო დავხარჯეთ ჩერნიგოვის რეგიონში. ეს არის მხოლოდ სამთავრობო სახსრები, კერძო სუბიექტების მიერ დაბანდებული თანხების გათვალისწინების გარეშე. მომავალ წელს ვგეგმავთ მინიმუმ 5 მილიონი ევროს გამოყოფას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის," განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.