დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებას 2027 წლამდე 3 მილიარდ ევროზე მეტით გაზრდის.
დანიის მთავრობა და პარლამენტი მარტში შეთანხმდნენ რომ უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის ფონდს შექმნიდნენ.
„დანია უკრაინის ერთგული მხარდამჭერია და ახლა, როდესაც ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაძლიერებთ, ამით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ დანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში," - განაცხადა დანიის თავდაცვის სამინისტრომ.