რუსეთის მიერ გაშვებული 75 დრონიდან 71 ჩამოგდებულია - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 75 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, 71 დრონი ჩამოგდებულია.

როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. დაშავდა 5 ადამიანი. მათ შორის, 11 წლის ბავშვი.

თავდასხმის შედეგად კიევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა - სადენების დაზიანების გამო, დენი არ მიეწოდებოდა 77 სახლს და 120 დაწესებულებას.