ევროკომისია უკრაინის პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული უკრაინული საპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ლაიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი) გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გაგზავნილი შესაბამისი წერილის ფოტო.


ლაიენი აღნიშნავს, რომ კავშირისთვის "ღრმა შეშფოთების" მიზეზია რუსეთის მიერ შავი ზღვის შეთანხმებიდან გასვლა და შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის საკვების მიწოდებისთვის. ლაიენი მიესალმა კიევის მიერ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც ზღვით ექსპორტის გაგრძელების საშუალება მისცა.


უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა განაცხადი ევროკარში გაწევრიანებაზე. კიევმა ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუსეთმა უკრაინაში ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი ახლა უკრაინის მხარდაჭერას ზამთრის წინ განსაკუთრებით აძლიერებს, რადგან წინა ზამთრის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთისგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ელოდებიან.