ავსტრია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად 3,8 მილიონ ევროს გამოყოფს

ავსტრია კიდევ 3.8 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად. 

ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„ავსტრია იმეორებს, რომ საკვები არასოდეს უნდა იყოს იარაღად გამოყენებული და დამატებით, 3.8 მილიონ ევროს გაიღებს Grain From Ukraine-ის ინიციატივისთვის, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას,“ - აცხადებს სამინისტრო.