შვეიცარია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

შვეიცარია ინიციატივის Grain From Ukraine-ის განსახორციელებლად, რომელიც ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას ისახავს მიზნად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. შვეიცარიის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა ალენ ბერსეტმა კიევში, სასურსათო უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა.


მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომის გამო 11 მილიონ უკრაინელს ესაჭიროება სასურსათო დახმარება. ინიციატივის მხარდასაჭერად, შვედეთი 8 მილიონი ევროს, ხოლო ფინეთი 3 მილიონ ევროს გამოყოფს.