საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2023 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელმა Zoé Clauzure მოიგო. საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანიც Heros | გმირები იყო.

საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა. ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს.

მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.


საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.