რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მათ შორის სიმფეროპოლსა და იალტაში, ქარიშხლის შედეგად მრავალწლოვანი ხეების წაქცევის გამო დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. ქარიშხალმა დააზიანა სახლები და სხვა შენობებიც. დატბორვის გამო დაკეტილია რამდენიმე საავტომობილო გზა.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს 500 000-მდე აბონენტს.
ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ორშაბათი, 27 ნოემბერი, უქმე დღედ გამოაცხადეს.