თეგი: სტიქია

სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა

სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.  ამასთან, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს - მადაგასკარს, მალავისა და მოზამბიკს ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ გადაუარა. Al Jazeera-ს ცნობით, მადაგასკარში 41, მოზამბიკში 18, მალავიში კი 11 ადამიანი გარდაიცვალა. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

ძლიერმა ქარმა ბოდბისხევში მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  როგორც ცნობილია, თავშესაფარში ამჟამად 14 მოხუცი ცხოვრობს. „თავშესაფარს მეორე სართულზე ცემენტი აქვს დასხმული და წვიმის შემთხვევაშიც კი იქ წყალი არ ჩავა. ამიტომ მოხუცები ადგილზე დარჩებიან“, - თქვა მერის წარმომადგენელმა ვახტანგ გოზალიშვილმა.

ბრაზილიაში მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა. BBC ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ამასთან, თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები.

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. სტიქიის შედეგად 2 მილიონი ადამიანი ამ დრომდე  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მათ შორის - 700 000 აბონენტი ტოკიოში.   დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  2011 წლის მარტში ამ რეგიონში 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ 20 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. დატბორვის შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირთვულ ელექტროსადგურ „ფუკუშიმაზე“ რადიაციის გაჟონვის მოცულობა უკრაინაში „ჩერნობილის“ რეაქტორზე მომხდარი ავარიის მასშტაბს გაუტოლდა.   

კახეთში სტიქიის შედეგად სახლები დაიტბორა

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, კახეთის რეგიონში მდინარეები ადიდდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანსა და ახმეტაში. რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიაში განუცხადეს, რომ ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დააზიანა საუბნო გზები. სახლები დაიტბორა სოფლებში: ძირკოკში, ჭანდარში, ვეჯინში, კალაურში და სოფელ გურჯაანში. საცხოვრებლები დატბორილია ქალაქ გურჯაანშიც. გურჯაანის მერის, ზურაბ უტიაშვილის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო უკვე დაიწყო. სტიქიას ებრძვიან ახმეტაშიც. ადიდებულმა მდინარე ილტომ სოფელ ნადუქნართან სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ახმეტის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.  

CNN: ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 000-მდე ადამიანს კი სახლები დაენგრა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ.  შემთხვევის ადგილებზე ამ მეხანძრეები და მოხალისეები მუშაობენ.  

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. 2015 წლის 12 ივნისის ღამეს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა. წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. ასევე განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური.  

ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. ამასთან, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, სავარაუდოდ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება, გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა. Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.  

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება. მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს“,- აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ  

აშშ, კენტუკის შტატში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

აშშ, კენტუკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბეშირის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი ბავშვია. ამასთან, სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა. აშშ-ში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა  

სამხრეთ კორეაში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ექვსი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. ამასთან, ქალაქის დიდი ნაწილის მცხოვრებლებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ, ხოლო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა. მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.  

ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 47-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ფლორიდას ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს ამერიკული მედიის ინფორმაციით, „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს მაინც წარმოადგენს. ქარიშხალმა დააზიანა ასობით სახლი. აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  

იმერეთის გუბერნატორი: ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წუხელ ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა. „იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. ჩართულია ყველა სამსახური, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემები. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, წინასწარ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა შალამბერიძემ. ცნობისთვის, იმერეთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან.  

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა

მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში.  

ძლიერი სტიქია გურჯაანში (ვიდეო)

გურჯაანში ამ დრომდე დატბორილია ქალაქის ცენტრალური, თავისუფლების ქუჩა. გზაზე გადაადგილება აკრძალულია. რადიო თავისუფლების ცნობით, დაზიანებულია ლაგოდეხიდან გურჯაანში შესასვლელი გზის ნაწილი, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია. ძლიერი წვიმის დროს მდინარე ნავთისხევმა მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა. გურჯაანის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, კომერციული ფართები და სხვა ნაგებობები, რომლებიც თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება იმის შესახებ, რამდენი ავტომობილი დააზიანა მოვარდნილმა წყალმა, თუმცა ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს რომ წყალმა წაიღო სულ მცირე 10 ავტომანქანა, რომლებიც ავტოსადგომებზე იყო გაჩერებული. სტიქიის გამო დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენებიც. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გურჯაანის მერიაში შეიქმნა სტიქიის შემსწავლელი კომისია.  

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება

გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. ძლიერი სტიქია გურჯაანში (ვიდეო) მათივე ცნობით, გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქ გურჯაანში მდინარეების – ნავთისხევისა და ახტალისხევის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქის ნაწილი დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა, გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა. კომპანიის ხელმძღვანელობა სტიქიის შემდეგ ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მდგომარეობასაც. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის სერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული. სტიქიის შედეგად გურჯაანის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

იაპონია ორი მილიონი ადამიანის ევაკუაციას გეგმავს

იაპონიაში გადაუღებელი წვიმის გამო, ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება. იაპონური ტელეარხის NHK-ის თანახმად, იაპონიაში რამდენიმე პრეფექტურის ხელისუფლება ძლიერი წვიმის ფონზე მოსახლეობას წყალდიდობის, მეწყრისა და მდინარეების ადიდების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. იაპონიის დასავლეთით მდებარე იამაგუჩის პრეფექტურაში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა, ქალაქ მაინში, მდინარე აკაგავაზე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. მეწყრის რისკი უკიდურესად მაღალია კუმამოტოს, ფუკუოკას, ოიტას, მიაზაკის, საგასა და იამაგუჩის პრეფექტურებში.  

BBC: ჩრდილოეთ იტალიას ქარიშხალი ანადგურებს, სიცილიას - ტყის ხანძრები

სიცილიაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურის შემდეგ, ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქალაქი პალერმო ცეცხლით არის გარშემორტყმული. ამავდროულად, ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი ქარიშხალი და ძლიერი ქარია, რომელმაც ამოხარა ხეები და შენობებს სახურავები გადახადა. იუწყება BBC. ტენისის ბურთის ზომის სეტყვამ დააზარალა ადამიანები, დააზიანა მაქანები და გაანადგურა მოსავალი. 16 წლის გოგო დაიღუპა, როდესაც ქალაქ ბრეშიას მახლობლად, საზაფხულო ბანაკში ხე დაეცა კარავს, სადაც გოგოს ეძინა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილია შუახნის ქალიც. იმავდროულად, სიცილია ებრძვის ტყის ხანძრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალაქებსა და მთელ კუნძულს. ორშაბათს კატანიაში 47,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა. კუნძულის ირგვლივ რამდენიმე კურორტმა და ტურისტულმა ცენტრმა სტუმრების ევაკუაცია დაიწყო. პალერმოს აეროპორტი დროებით დაიკეტა საჰაერო მიმოსვლისთვის სამშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც მის გარშემო ბორცვებში გაჩენილმა ხანძარმა აეროპორტის პერიმეტრს მიაღწია. რამდენიმე რეგიონმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.  

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის ადგილისკენ უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. "საქართველოს ამბები" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო. მასალა განახლდება  

შოვში, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი

შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფრმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. გუბერნატორის მოადგილე: მეწყერი შოვის შესასვლელიდან იწყება და საკმაოდ ძლიერია - ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, რის გამოც წინ ვეღარ გადავადგილდებით  

გუბერნატორის მოადგილე: მეწყერი შოვის შესასვლელიდან იწყება და საკმაოდ ძლიერია - ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, რის გამოც წინ ვეღარ გადავადგილდებით

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება. მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან სტიქიამ ხიდი წაიღო. „გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია, დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს,“- განაცხადა ქრისტინე კობახიძემ. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია. როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. „მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ ვართ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე „მთავართან.“ შოვში მაშველები სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით გაგზავნეს  

სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქეა გამოყვანილი - შსს

შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. უწყების პრესსამსახურის თანახმად, ადგილზე მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება. საევაკუაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი. რაჭაში, შოვში მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა.  

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ აცხადებს, რომ ღონისძიებაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. „სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი. ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება,“ – აცხადებენ შსს-ში. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა  

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ. ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.  

მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან

შოვში სამაშველო სამუშაო ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთას ღამით ტყეში დარჩებიან და მათი დილიდან გამოიყვანენ. შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან  

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მერაბ გამყრელიძე შოვში, სტიქიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მოქალაქეზეა შეტყობინება ცხელ ხაზზე შესული, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან. „დაახლოებით 50-მდე ადამიანის შეტყობინებაა შემოსული, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან, მათ შორის, გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, ბავშვებიც არიან. შტაბი მოქმედებს 24 საათის რეჟიმში. 150-მდე მააშველი-მეხანძრე ამ წუთებშიც მუშაობს.“ მისივე ინფორმაციით, მუშაობას განაგრძობს გეოლოგების ჯგუფიც. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ აცხადებს, რომ ღონისძიებაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა. მისივე თანახმად, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სასტუმრო „სანსეტ შოვი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ჩვენი ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და ისინი გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა - 598 913 089. „მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089,“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.  

თემურ მღებრიშვილი: ასეთ რთულ ხეობაში, ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები დილის 06:00 საათიდან განაახლებენ მუშაობას. „ინფორმაცია ინციდენტის შესახებ 15:10 საათზე შემოვიდა. დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართვა. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. გარკვეულწილად, ამინდმაც შეგვიშალა ხელი, თუმცა მფრინავების გმირობის ფასად, მოსახლეობის ევაკუაცია დავიწყეთ. რაც შეეხება ვეტმფრენების ასეთ პერიოდში გამოყენებას, დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში, ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ძალიან გაუმართლებელი. იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს გამომდინარე რთული რელიეფიდან. ხვალ დილიდან სამუშაოს, კიდევ ორი ვერტმფრენი დაემატება,“ ამბობს მღებრიშვილი მედიასთან. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა, გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი

შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი. ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა დილიდან განახლდა. შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს. შოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.  შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა, 6 უსაფრთხოდაა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვის სტიქიის მასშტაბი შეაფასა და განაცხადა, რომ ვითარება რთულია. „ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა,“ამბობს ქარსელაძე.  მისივე თქმით, 50 ადამიანიდან, რომლებსაც ვერ უკავშირდებოდნენ, 6 იპოვეს და ისინი უსაფრთხოდ არიან. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 70 ადამიანია გამოყვანილი. სტიქიის არეალში 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. ონში განთავსდა საკოორდინაციო საბჭო. სტიქიასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა - 598 913 089. სასტუმრო „სანსეტ შოვი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ჩვენი ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და ისინი გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ოპერაციას ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობს. კითხვას, რატომ დაიგვიანეს სტიქიის ზონაში ჩასვლა, ირაკლი ქარსელაძე პასუხობს, რომ ვერტმფრენსაც აქვს სამობილიზაციო პერიოდი. „შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება,“ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული.  

შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. უწყების ცნობით, დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. „სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც,“ წერია ინფორმაციაში. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ცნობით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა, 6 უსაფრთხოდაა.  

ამ დროისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება - მინისტრი

შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ყველა ის ადამიანია გამოყვანილი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ასეთი სულ 140 ადამიანია.  ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი

გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, შოვში, სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გადმოყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა. გუბერნატორის თქმით, ამ ადამიანების ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტი უკვე დატოვა. „სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით. ვიღებდით ინფორმაციას და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ დროისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანეს. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და სახლებში წავიდნენ. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახაში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს,“ - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

თემურ მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები იყო, იქ ფაქტობრივად აღარაფერია, ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით, რადგან მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. მღებრიშვილის განმარტებით, კოტეჯების ადგილზე ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ახლა ადგილზე „ტექნიკა შეჰყავთ, რომ გზა გაიჭრას.“ „ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნებს განმარტავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა​ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მ დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას   კიევის მთავრობა მოლაპარაკებებს განიხილავს როგორც შუალედურ ეტაპს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოლოდინში.„სიმბოლურია, რომ აშშ, ჩვენი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორი, გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ დაიწყო ეს პროცესი. ამით ჩვენ შევქმნით წარმატებულ მოდელს სხვა პარტნიორებისთვის,“ – წერს ერმაკი. უკრაინასთან გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებებში, შეერთებული შტატები ყურადღებას გაამახვილებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე უკრაინის დასაცავად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ასევე ინსტიტუტების გამჭვირვალობაზე, მმართველობის ეფექტიანობასა და რეფორმების განხორციელებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.   „დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ უკრაინელ კოლეგებს, რათა დაიწყონ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ“, - ნათქვამია პრესრელიზში.   სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს დისკუსიები ექვემდებარება უკრაინის მხარდაჭერის G7-ის ერთობლივი დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს „აშშ-ს მუდმივი მხარდაჭერის ფორმალიზებას უკრაინისადმი.უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსს არ დაუკონკრეტებია, სად მიმდინარეობს ან ვინ იღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.  

ილია მეორე: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს

მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის განცხადებაში. „რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“ ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა“, – აღნიშნავს ილია მეორე.

გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს

გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგის, მერაბ გაფრინდაშვილის შეფასებით, იმ მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში, მოხდა, საქართველოში არ ყოფილა. "მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში. ამას დაერთო უხვი ნალექი. უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა,"ამბობს გეოლოგი. მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის. "დამეჯერება, ალბათ, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არამარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში.“

ესტონეთის საგარეო უწყება: ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიასთან დაკავშირებით წერს:  „ვგლოვობთ გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით ქართველ ხალხთან ვართ“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო ოპერაციებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს". "ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს", ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

პრეზიდენტი: დღეს ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოში მათი დახმარება გახდება საჭირო. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. „მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას. მათ დღეს უკვე სოლიდარობა გამოაცხადეს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით საჭიროდ სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, მზად ვარ, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში თუ ჩემი როლი საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის წინაშე, რაც გუშინ ღამეს და დღეს დატრიალდა. მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იქნებიან. ეს ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყოველი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ადამიანები გადაერჩინა. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას. დღეს ერთიანობის დრო არის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. მომავალ დღეებში თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დაახლოებით 30-მდე ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს

აშშ-ის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს, ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დაახლოებით 30-მდე ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადასატურებს შსს. დაღუპულთა რიცხვი საერთო ჯამში 6-მდე გაიზარდა. 2 ადამიანის ცხედარი სტიქიის პირველ დღეს, სამ აგვისტოს იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

შოვში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარიც ერთვება

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. როგორც პრემიერმა განცახდა, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად დავათვალიერე, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები - ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარულია, სამწუხაროდ, პრაქტიკულად, კოტეჯების ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა“, - განაცხადა ღარიბაშილმა.  

საქართველოში უკრაინის საელჩო: ვუსამძიმრებთ მოძმე ქართველ ხალხს

საქართველოში უკრაინის საელჩო​ შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. „საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მოძმე ქართველ ხალხს მაღალმთიან რეგიონ რაჭაში, საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრით ღრმა მწუხარებით“, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს

სახალხო დამცველი: სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს. „სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის საკითხებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 11 ადამიანი.  

შსს: შოვის სამაშველო ოპერაციაში დრონები და კინოლოგთა ჯგუფი მონაწილეობენ

ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ძებნა-შველის სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.„სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა,“ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს  

აზერბაიჯანი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ინფორმაცია ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. „აზრებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მოძმე საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან. „მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის,“ – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში. „ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სოციალურ ქსელში წერს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი. კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანიც. „ჩემი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი საქართველოს დასავლეთ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული კატასტროფის გამო, რომელმაც უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა და არსებითი დაზიანება გამოიწვია. ჩემი მტკიცე სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში. სრული იმედით, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები, რომლებიც კვლავ სტიქიის ზონაში არიან, შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში,“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს საქართველოში თურქეთის საელჩოც. „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მეწყერი  იქ 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.  

Wondernet Express Investment Group-ი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სტიქიის ზონაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად

კომპანია Wondernet Express Investment Group-ი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. „ვართ იმედით და რწმენით, რომ დაკარგული ადამიანები უვნებლები დაუბრუნდებიან ოჯახებსა და ახლობლებს. ამავე დროს, კომპანია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სტიქიის ზონაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. კომპანიამ უკვე მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციას, ოფიციალურ უწყებას და აღნიშნული მზადყოფნა დაუდასტურა.“ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა: გულწრფელად ვუსამძიმრებთ შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს". „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს", ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.  

ფაშინიანი: ძალიან შოკირებული ვარ, ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ძალიან შოკირებული ვარ იმ სტიქიით, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია საქართველოს რაჭის რეგიონში. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ისევე როგორც ჩემი სახელით, თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას,“- ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო: სამძიმარს ვუცხადებთ რაჭაში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა,“ – ნათქვამია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს, ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის

წითელი ჯვარი: შოვში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოს დროს, ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტი იმუშავებს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტი იფუნქციონირებს. შესაბამის ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს. „ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში, ვიდრე მიმდინარეობს საძიებო სამუშაო.“

თავდაცვის სამინისტრო: შოვისკენ უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი

საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოს ეფექტიანად განსახორციელებლად დღეიდან ჩაერთო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. ამასთან, სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ. შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად, კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. „ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოს განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. მისივე თქმით, ორშაბათს გლოვის დღე გამოცხადდება. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 ადამიანი.  

თემურ მღებრიშვილი: ხვალ დილიდან, ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაო ამ წუთებშიც გრძელდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაო, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. ასევე, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაო. დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად, თუ რა სახის სამუშაო მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ, რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოს ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, მსურველები, რა თქმა უნდა, არიან, თუმცა ამ ეტაპზე მოხალისეების საკითხი დღის წესრიგში არ დგას „გარკვეული ტერიტორიით უკვე წინ წავიწიეთ და მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოხერხდა მდინარის მარცხენა ნაპირზე, სადაც უკვე რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. ხვალ დილიდან ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს. რაც შეეხება ტექნიკის საჭიროებას, პირველივე დღიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა ვერ ხერხდებოდა მიწის მასის გამო ტექნიკის გადაადგილება. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ორი ერთეული მძიმე ტექნიკა გადასულიყო მდინარის მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მძიმე ტექნიკის დამატებითი მობილიზება, რათა ხვალ დილიდან უფრო აქტიური ფაზა დავიწყოთ. 400 მეხანძრე-მაშველია ადგილზე მობილიზებული და ამ წუთასაც მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ ამ ადამიანებს ცოცხლებს, თუმცა მოლოდინი შეიძლება, 50/50-ზე იყოს,“ განაცხადა თემურ მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში. 

ზელენსკი: ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ზელენსკის განცხადება მისივე Twitter-ზე, ქართულ ენაზე გავრცელდა. „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ოლივერ ვარჰეი: ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ახლა ქართველ ხალხთან ვართ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები შოვში, ტრაგიკული მეწყერის დროს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ახლა ქართველ ხალხთან ვართ,“წერს ოლოვერ ვარჰეი Twitter-ზე. 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.

სტიქიის ზონაში, სამძებრო ოპერაციაში სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან აქტიურად ჩაერთნენ - თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოში. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  „დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას. გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოში ჩაერთნენ,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 5 აგვისტოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთო. ამავე დღეს, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვრას მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 ადამიანი.  

სტიქია რაჭაში: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი რაჭაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.  „ვაქვეყნებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს სურათები არის უფასო. Landsat-ის მიერ ფოტოები გადაღებულია ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ ამ შუალედში, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა, გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, რომ ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდა). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემი ნაწილი. ვთხოვთ, ყველა ჩვენს პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს, მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები. რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!“ გარემოს ეროვნულ სააგენტო შოვში, სტიქიის დროს დაფიქსირებული ხუთი პროცესის თანხვედრაზე მიუთითებს ცნობისთვის, გაეროს განცხადებით, რაჭის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა. შეგახსენებთ, 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 5 აგვისტოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთო. ამავე დღეს, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ვერტმფრენების შეძენაზე: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დასრულდეს

სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას, ყველა ის ადამიანი, რომელიც სამაშველო სამსახურმა გუშინ იპოვა, არცერთი დაშავებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სტიქიის ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა. „სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთი დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები ადგილზე იყვნენ და ვითარება იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ,“განაცხადა პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ რიგი ტელევიზიები და ხელმოცარული პოლიტიკოსები „მთელი დღის განმავლობაში ამორალურ ქმედებას ეწევიან.“ „ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს და ჯერ კიდევ ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, ასეთ დროს მაინც შეიკავონ თავი. ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემაა. 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებენ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფრვის. ასეთი უბედური მდგომარეობა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და ათმაგად ძაბავენ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულონ, თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი, რომ ჩვენმა სამაშველო სამსახურმა 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად გამოიყვანა,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობს. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით, 30-ზე მეტ ადამიანს კვლავაც ეძებენ. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

შსს-ს დადასტურებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში კიდე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შედეგად, სტიქიის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი  

სტიქიის ზონაში დღეს დილის შემდეგ, მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს

შსს-ს დადასტურებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი  

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.  სტიქიის ზონაში დღეს უკვე მეოთხე დაღუპული იპოვეს. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი  

სამინისტრო: შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო ინტენსიურად გრძელდება. სტიქიის მესამე დღეს, მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც უწყების განცხადებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას. „გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება. 3 აგვისტოს, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 15 ადამიანი. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი  

სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის მესამე დღეს, დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.     

საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო: ვლოცულობთ დაღუპულთათვის და დაკარგულთა გადარჩენისთვის

საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო, სამძიმარს გამოხატავს. „საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და გამოხატავს სამძიმარს შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ აღვავლენთ ლოცვას დაღუპულებისთვის, დაშავებულთა და დაკარგულთა გადასარჩენად,"– წერია განცხადებაში. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ბოლო ცნობებით, დაღუპულია 16 ადამიანი.      

ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა შოვის სტიქიისას დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. „ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია 17 ადამიანი. სამძებრო ოპერაია გრძელდება. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

შსს: სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრ,ი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც, სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს. „სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაოში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი,“ აღნიშნულია ინფორმაციაში. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი  

შოვის სტიქიას გადარჩენილი 3 აგვისტოზე

"თვალებს რომ დავხუჭავ, სულ მახსენდება, როგორ გადავურჩით - დღემდე მიკვირს...სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით..." შოვის სტიქიას გადარჩენილი, მეწყრის ჩამოწოლის დღეს იხსენებს. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში დავით ჯელაძემ დამეწყრილი ზონა თავის დისშვილთან ერთად, ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანების გარეშე განვლო. რაჭაში ის ოჯახთან ერთად იყო - სამ დასთან, დედასთან, ოთხ დისშვილთან და სიძესთან ერთად. რადიო თავისუფლების ცნობით, დავით ჯელაძე და მისი ოჯახის ცხრა წევრი 3 აგვისტოს სოფელ ურავიდან შოვში გასასეირნებლად წავიდნენ. ოჯახის წევრები მეწყერმა ერთმანეთს დააშორა. დავით ჯელაძე და მისი ექვსი წლის დისშვილი მაშო სრულიად მარტო აღმოჩნდნენ ტალახში. თითქმის ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ თავისი დისშვილი სამშვიდობოს გაიყვანა და შემდეგ, ოჯახის სხვა წევრების საშველად წავიდა. ათივენი გადარჩნენ. „ხიდზე რომ შემოვედით, საშინელება ხდებოდა, მთელი კოტეჯის მხარე წაღებული იყო, წინ წასვლა კი - შეუძლებელი. ამიტომ, უკან, ტყეში წასვლა გადავწყვიტეთ - იქ საიდანაც მოვდიოდით, მაგრამ ამ დროს მიწის მასამ გზა ჩაგვიკეტა. ხეებმა და ქვის მასამ მთლიანად ამოავსო ის ადგილი, სადაც მინერალური წყალი იყო - ზოგმა მოასწრო ტყეში შესვლა, ზოგმა - არ ვიცი... ცოტა ხანში საშინელი ხმა მესმის, ძალიან დიდი მიწის მასა წამოვიდა... ათივემ მოვასწარით მანქანიდან გადმოსვლა, კოტეჯის მხარეს დავდექით... ის მიწის მასა ხიდს დაეჯახა და გაწყვიტა, ორი მანქანა წაიღო... შუა მეწყერში აღმოვჩნდით.“ ამის შემდეგ, როგორც ამბობს, თავის დისშვილთან ერთად, ზოგჯერ მუხლებზე და ხან ზურგზე ბავშვით შესმულმა გაიარა მეწყრული ზონა და სასტუმრომდე მიაღწია.  „რომ მივხვდი, უკვე ყველაფერი კარგად იყო და მაშო (დისშვილი) გადარჩენილია, ახლა დანარჩენებზე ვფიქრობდი - ერთ-ერთს სასტუმროში, ტელეფონი გამოვართვი - ჯერ ჩემს დას დავურეკე, შემდეგ - ჩემს მეორე დას; არც ჩემმა სიძემ მიპასუხა - ბოლოს, დედაჩემის ნომერი ავკრიბე და მესამე ზარზე მიპასუხა, მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყვნენ, ისევ - მეწყრულ ზონაში, თუმცა გადარჩნენ,“ იხსენებს დავით ჯელაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. სასტუმროდან ისევ სტიქიური უბედურების ეპიცენტრში დაბრუნდა თავისი ოჯახის წევრების გამოსაყვანად, თუმცა ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვეღარ შეძლო, საბოლოო ჯამში კი, მთელი ოჯახი სამაშველო ოპერაციის შედეგად გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის პირველ დღეს ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 5 აგვისტოს კი, მაშველებმა 6 დაღუპული ნახეს. 200-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური სამძებრო სამუშაოს განაგრძობს. მაშველები დაკარგულებს ისევ ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღეა.  

მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის მეწყრის დროს დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების გამო - კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგესი შოვის სტიქიის მსხვერპლთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს," - წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ბოლო ცნობით, დაღუპულია 17 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 18 ადამიანს ეძებენ

მმართველი პარტია - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში „სურათი არის მძიმე.“ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. „სამუშაოში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული. ეს არის არსებითად ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ასე შემდეგ, აჯობებს, რომ ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. 18 ადამიანი არის დაკარგული. ეს არის არსებული მონაცემები. არსებული ინფორმაცია არის ასეთი - მთლიანობაში 36 ადამიანი იყო დაკარგული, 18 ცხედარი არის ნაპოვნი და 18 ადამიანი არის დაკარგული,“ - განაცხადა კობახიძემ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

კახა კალაძე: შოვში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული. „პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის  უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ალბათ მედიას გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა თავს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს. მე მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო, ტექნიკა მობილიზებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური, უწყება ადგილზეა და კოორდინირებულად მუშაობს. ტექნიკის შეყვანას რაც შეეხება, ეტაპობრივად ხდება, იქიდან გამომდინარე, როდესაც ამის ნებართვას გასცემს სამაშველო სამსახური. თქვენ იცით, რომ სამძებრო სამუშაო უშუალოდ ხელით მიმდინარეობს. სადაც შესაძლებელია ტექნიკის მუშაობა, იქ უკვე 40-ზე მეტი ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში, 80-მდე ტექნიკა არის მობილიზებული და  ეტაპობრივად, როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, ყველგან სადაც აუცილებელია, შევლენ. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ძალიან დიდი მასშტაბის ღვარცოფი არის ჩამოსული, გაცილებით მეტი, ვიდრე იყო ყაზბეგში,“ - განაცხადა კახა კალაძემ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი: ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება აქტიურად მიმდინარეობს. თემურ მღებრიშვილის თქმით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანში შეძლებენ დაკარგულების პოვნას. „იცით თქვენ, რომ დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება და ის გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის პროცედურები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად საძიებო სამუშაო მიმდინარეობს. გზა ბოლომდე ჯერჯერობით გაყვანილი არ არის, თუმცა ძირითადი, დაახლოებით 70% გაყვანილია და პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამწუხაროდ, კოტეჯების ტერიტორიის დათვალიერება სრულად ჯერჯერობით ვერ მოესწრო, კიდევ და კიდევ ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც ხელს გვიშლის - ეს არის მიწის სქელი მასა. თქვენ იცით, რომ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ, დაკვირვების ქვეშ და აქედან გამომდინარე, შეგნებულად არ ვჩქარობთ. არის კონკრეტული ლოკაცია, სადაც ცალკეულად მუშაობს ტექნიკა, ცალკეულად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მსგავსი არის 6 ლოკაცია ამ დროისთვის,“, - განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა. თემურ მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, შემოვლითი გზებით არ სცადონ სტიქიის ზონაში შეღწევა, რადგან ეს „ძალიან საფრთხის შემცველია“ ამასთან, პარლამნტის თავვმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის ზონაში ძებნის სამუშაო რომ იყოს უფრო ეფექტიანი, ორი სრულიად ახალი გზა მოეწყო. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

ბორელი: კლიმატის ცვლილება რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, კლიმატის ცვლილება გლობალური საფრთხეა. „ამ ზაფხულში, სტიქიური უბედურებები იწვევს მთელ მსოფლიოში დამანგრეველ შედეგებს, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანადგურებს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით, ტყის ხანძრები მძვინვარებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით. კლიმატის ცვლილება უდავოდ რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად,“ - წერს ბორელი Twitter-ზე. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა - იქნებიან ისინი ხანძრებით დაზარალებულები საბერძნეთში თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლნი.  

NATO შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს სამძიმარს უცხადებს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყრის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს NATO-სგან. ჩვენი ფიქრებით მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთან ვართ,“ -  წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

თემურ მღებრიშვილი: შოვში მომხდარიდან პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, საქმე ორი მუხლით არის აღძრული

დაიწყო თუ არა გამოძიება, რამ გამოიწვია სტიქია, ჟურნალისტის ამ შეკითხვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უპასუხა. „ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება დაწყებულია," - განაცხადა მღებრიშვილმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ. მისი განმარტებით, ეს არის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი. მეორე - 240-ე მუხლი (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რედ.) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ნებისმიერი ინციდენტის დროს იწყება გამოძიება, ეს არის სტანდარტული პროცედურა და ამაში ახალი არაფერია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

შსს-ს განცხადებით, პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და დაიღუპა. უწყების ცნობით, მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს,“ - წერია შსს-ს ინფორმაციაში.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერის დროს დაღუპულებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერის დროს დაღუპულებს.“ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაკარგულებს ისევ ეძებენ. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

ილია მეორე: რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი: „რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა. ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე. ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს. მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო: „რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“. ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.

მინისტრი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე 2018 წლის განცხადებას განმარტავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საუბრობს, რა გაკეთდა გარემოს დაცვის მიმართულებით, 2018 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა იქნება.“ დავითაშვილის თქმით, დამონტაჟდა 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ასევე, ქვეყანაში 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც, საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია. „მაგალითად, შოვში ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა,“აღნიშნა დავითაშვილმა. „დღეს გავრცელდა ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს გავაკეთე მესტიაში სტიქიური უბედურების დროს. ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა და გვექნებოდა უკეთესი მონიტორინგი ჰიდრო მეტეოროლოგიური პროცესების. ესეც გახდა სპეკულირების საგანი და გადაწყვიტეს, რომ ალბათ, პოლიტიკური ქულები დაეწერათ და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოეხდინათ თემის, რაც ასევე სამწუხაროა. ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა. მე, როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, მოვალედ ვთვლი თავს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაო ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად პირნათელი ვიყავით საზოგადოებასთან. დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა, რაც არ უნდა სისტემები გავაკეთოთ, შეიძლება ტრაგედიები მოხდეს და ამისგან მსოფლიოში დაზღვეული არავინაა. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან დაცვა შეიძლება, ვერ მოვახერხოთ. მოისმინეთ სპეციალისტების განცხადებები, რომ რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და გარდაუვალი შედეგი, ალბათ დადგებოდა. მაგრამ ქვეყანამ 2018 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რაც უკავშირდებოდა გეოლოგიის საფრთხეების შესწავლას. ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისით. საქართველოში 2014 წლისთვის ფაქტობრივად ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. არცერთი მონიტორინგის სადგური არ დაგვხვდა. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი. 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირიდეთ წყლის მატებას. საქართველოში ათასობით მდინარეა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად. გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს. ჩვენ შევაფასეთ 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს. მაგალითად, შოვში ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც დაკვირვების უბანი გვექნებოდა. ასევე, საქართველოში შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, დღეს სულ 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია. 11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები გაძლიერებულიყო და მონიტორინგის საშუალება ყოფილიყო. მაგრამ სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება, უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურების წინაშე. ასეც მოხდა, ადამიანების მსხვერპლი მივიღეთ, ამას არაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთი თემებით სპეკულირება ამორალური და უპასუხისმგებლოა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, რომ 2018 წელს, ჭუბერის ხეობაში, მდინარე ნენსკრას აუზში მომხდარი სტიქიის დროს, იმჟამად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება.“  

გაეროს განცხადებით, შოვის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა

გაერთიანებული ერების ორგანიზცია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ „ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ.“ ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა, განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას ადგილზე, რათა ყველა დაზარალებულის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს. გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით, ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში. შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ,“ აღნიშნულია გაერთიანებული ერების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შოვში სტიქიის მეორე დღე: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი. უწყების ცნობით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 ადამიანი.  ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის 25 მოქალაქეს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძებნა-შველის სამუშაოში მონაწილეობენ: 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი; ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. პრემიერ-მინისტრის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარიც ერთვება. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.  

7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გამოიცა შესაბამისი განკარგულება. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე,“ ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.

გეოლოგი: ვსწავლობთ უცხოელი კოლეგების მიერ მოწოდებულ სატელიტების მასალას, პირველადი დასკვნა ორ დღეში იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ დღეს გამთენიიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ჰიდროლოგები და გეოლოგები აქტიურად მუშაობენ სტიქიის ზონაში და წინასწარი დასკვნა ორ დღეში იქნება. „შემოვიფრინეთ თითქმის ყველა ხეობა. ახლაც ვმუშაობთ, ექვსი ჯგუფია გასული. ხდება როგორც ვიზუალური, ასევე ინსტრუმენტალური დაკვირვებებიც. წინასწარი დასკვნა ორ დღეში იქნება. პირველადი დასკვნა იტყვის როგორც გამომწვევ მიზეზებს, ასევე მოსალოდნელ ვითარებას,“ – აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა. რაც შეეხება საშიშროებას, სპეციალისტის თქმით, ის დიდი ენერგეტიკული პოტენციალი რაც არსებობდა, განიმუხტა. „შესაბამისად, დიდი ალბათობით, მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის. ასევე ვსწავლობთ სატელიტების მასალას, რომელიც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს. ვსწავლობთ მასალას სტიქიამდე მომენტში და მას შემდეგ. ამის დეშიფრირება უნდა მოხდეს. დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება. ყველა ეს მასალა შეიკრიბება და იქნება საფუძველი იმ დასკვნის, რომელიც ჩვენ მიერ მომზადდება,“ – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. გარემოს ეროვნულ სააგენტო შოვში, სტიქიის დროს დაფიქსირებული ხუთი პროცესის თანხვედრაზე მიუთითებს მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის 14 ადამიანია დაღუპული, თუმცა სამძებრო ოპერაცია კვლავ გრძელდება.  

მღებრიშვილის განცხადებით, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ ვერტმფრენს ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მომწოდებეულ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ წლის ბოლოს, დაახლოებით დეკემბერში, საქართველოს ერთი ახალი ვერტმფრენი მიეწოდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით, დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება,“ – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან. ირაკლი ღარიბაშვილი ვერტმფრენების შეძენაზე: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დასრულდეს შეგახსენებთ, სტიქიის მეხუთე დღეს, შოვში დღეს საძიებო ოპერაციის ფარგლებში, დაკარგულები არ უპოვიათ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.

თავი შეიკავეთ სტიქიის ზონაში დრონების თვითნებურად გამოყენებისგან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შოვში სტიქიის მესამე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.   „ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.     აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,“ წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.

თემურ მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, შემოვლითი გზებით არ სცადონ სტიქიის ზონაში შეღწევა, რადგან ეს „ძალიან საფრთხის შემცველია“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ სამძებრო ოპერაციაში მოხალისეებად ჩაერთონ, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ მსგავსი ქმედებისან, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ეპიცენტრში შემოვლითი გზით შეღწევა. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით, მსგავს სიტუაციებზე, ტაქტიკურ თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო, რომ შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები, შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი. არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას და თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეების კომპონენტი, ჩვენ გვაქვს სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად,“ - განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანში შეძლებენ მაშველები ყველა დაკარგულის პოვნას. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.  

სტიქიის ზონაში ქალის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.  

ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, დაკარგულთა სიაში პირის სახელი და გვარი „არასწორად იყო მითითებული“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში დაკარგულთა სიაში მყოფის თბილისში პოვნის საკითხზე განმარტება გააკეთა. „პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირების შედეგად დადგინდა, რომ სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, ამის შემდეგ მოხდა თავად ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტიორიაზე,“ განმარტა მედიასთან ქარსელაძემ. მისივე განცხადებით, ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები ჩაინიშნეს და აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში. პირველ ღამეს მნიშვნელოვნად მეტი შეტყობინება იყო და 34 ადამიანზე ვსაუბრობდით. ვალდებულებაა, რომ რა შეტყობინებაც მოგდის, ვიდრე დადასტურება არ გაქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ის იქნება იმ ადამიანთა სიაში, ვისი მოძიებაც ხდება. როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა და სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად, ამ სიაში ეს პიროვნებაც იყო. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არც არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან არც არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია, ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ დაიწყო ოპრეატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისათვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, რომ ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია, თუ არ არის. ასე იყო იმ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, როდესაც თავდაპირველად სია მზარდი იყო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა შეტყობინების ინიციატორი, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირი და მას სთხოვეს დადასტურება. როდესაც მოხდა უკუკავშირი, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ პიროვნების და როდესაც ინიციატორმა თქვა, რომ ეს სახელი და გვარი კი არა, სხვა სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და მოხდა უშუალოდ ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტიორიაზე. შესაბამისად, ეს პიროვნება დაკარგულთა სიაში აღარ არის,“ - განაცხადა ქარსელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა 8 აგვისტოს საღამოს განაცხადა, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა.“

თემურ მღებრიშვილის თქმით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება. „ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება.“ კითხვას, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით, ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა, ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, დაკარგულთა სიაში პირის სახელი და გვარი „არასწორად იყო მითითებული“  

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის კიდევ 13 ადამიანს ეძებენ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს მეორე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ. „ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. ხელს გვიწყობს ვითარება. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, მასა ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ ადგილი გავითავისუფლოთ. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე. ყველა ზომა გვაქვს მიღებული. ვცდილობთ, ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში. მდინარის კალაპოტში, 25-კილომეტრიან პერიმეტრზე ვახორციელებთ მონიტორინგს. ამ დროისთვის ვეძებთ 12 ადამიანს,“ - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

ირაკლი ქარსელაძე: დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი - „სარმის ხიდის“ აწყობა-მონტაჟის სამუშაო. უწყება განმარტავს, რომ კურორტ შოვთან განვითარებულმა სტიქიამ ორი ხიდი დააზიანა. ერთი დროებითი ხიდის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამჟამად, კი დაიწყო მეორე - „სარმის ხიდის“ მონტაჟი. განახლება: მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ დროებითი ხიდი, რომელზეც საუბრობდა, შოვში, სტიქიამდე იყო მოწყობილი. „სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში დამონტაჟდა, რამაც სწორედ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მისი თქმით, გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო. „გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. სამინისტროს მიერ Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. გაფართოვდა სამუშაო არეალიც. „კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება,“ - ამბობს ირაკლი ქარსელაძე. „ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. რა თქმა უნდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები, მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ნამდვილად უნდა ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც ამ სამუშაოებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა. ეს იქნება თითოეული მაშველი, სამხედრო, მძიმე ტექნიკის ოპერატორი თუ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები. ანუ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართული არის და ის მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რისი გაკეთებაც ამ პირობებში საერთოდ არის შესაძლებელი,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. სტიქია შოვში - განახლებადი შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

მინისტრის მოადგილის თქმით, სატელიტური მონაცემები შოვის სტიქიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად შეფასებას ამყარებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სააგენტოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ პირველად შეფასებაში მოცემული დასკვნები გაიმეორა დაგანაცხადა, რომ სატელიტური მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა. რამ გამოიწვია სტიქია - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება თანდაშვილის თქმით, რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში გამოიწვია სტიქიის ის მასშტაბი, რაც მოხდა შოვში. დღესვე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სატელიტური სურათები გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით, 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. „დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოცემულობას, რაც პირველად დასკვნაში იყო მოცემული. მოქალაქეებისთვის გასაგები, რომ იყოს, დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის კლდეზვაური მასა მოწყდა ბუბისწყლის ხეობიდან, რომელიც 1.5 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი. დაახლოებით, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო მოწყვეტის შედეგად და გამოიარა მთლიანად ხეობა ძალიან დიდი სისწრაფით. გამოტანილია სატელიტური მონაცემები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან მივიღეთ. ეს მონაცემები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა. არც სტიქიამდე და არც სტიქიის პროცესში არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება. სატელიტურ მონაცემებში ჩანს, რომ არ იყო წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო კლდეზვავური მასის მყისიერი ჩამოშლა, ნახევარი მილიონი კუბური მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, რის გამოც გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენის განვითარებასთან, საქმე გვაქვს კომპლექსურ პროცესებთან. რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბი, რაც ერთად ვნახეთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპლექსური სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება შეუძლებელია. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების 200 სადგური არსებობს, ხოლო 100 დამონტაჟება მიმდინარეობს. „სახელმწიფომ 2014 წლიდან, ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების, მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც ჩვენს სინოპტიკოსებს, შესაბამის სპეციალისტებს ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დღესდღეობით 200 სადგურია, 100 სადგურის დამონტაჟება მიმდინარეობს. როცა ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. პირველადი დასკვნა და ის ინფორმაცია, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, დამატებით დასტურდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციებით, ამიტომ ყველა სპეციალისტს, რომელმაც იცის როგორ კეთდება ასეთი დასკვნები, ვთხოვ, რომ საზოგადოებას წინასწარ ნუ შევიყვანთ შეცდომაში. ნუ გავავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო ააღელვებს საზოგადოებას,“ – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

წალენჯიხის მერიის ცნობით, მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. შესაბამის ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება, ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს. „აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა, რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება,” - ნათქვამია ინფორმაციაში. განახლება: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარე ტებენეს ხეობაში არსებული ვითარება შეისწავლეს და ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.­ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ დასკვნა მზადდება. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის, საფრთხის დონე დაბალია. მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მღებრიშვილი: მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დამატებით, ვფიქრობთ, რომ მდინარის ნავებით მონიტორინგი საჭირო გახდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სტიქიის ზონაში საძიებო ღონისძიებების არეალი გაფართოვდება. მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ზონები მიიჩნევა სტიქიური უბედირების ზონაში ყველაზე მძიმე წერტილებად. „ვაპირებთ კიდევ დამატებით ღონისძიებებს და სამუშაოს უფრო გაფართოებას. ეს არის მდინარის კალაპოტი, სადაც გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დღის ბოლოსთვის ან ხვალ დილიდან დამატებით, ვფიქრობთ, რომ საჭირო გახდება ნავებით მონიტორინგი მდინარის," - განაცხადა მღებრიშვილმა. თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. სტიქია შოვში - განახლებადი  

მღებრიშვილი: სტიქიის ზონაში ძებნა გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს მცირე შანსიც, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა უპასუხა შეკითხვას, რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს სამძებრო ოპერაცია სტიქიის ზონაში. „ზოგადად, არსებობს გონივრული ვადები, თუმცა პრემიერისა და შს მინისტრის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაო იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე. მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. სტიქია შოვში - განახლებადი  

თემურ მღებრიშვილი: არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვიყენებია

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 3 აგვისტოს 112-ში ზარი 15:10 საათზე დაფიქსირდა. იტყობინებოდნენ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. თემურ მღებრიშვილის თქმით, გამოცხადდა მობილიზაცია, მათ შორის ვერტმფრენების როგორც თბილისში, ისე კოპიტნარის აეროპორტში. მისივე თქმით, ვერტმფრენი სამ საათზე ნაკლებ დროში ჩაერთო ევაკუაციაში, თუმცა მღებრიშვილის განმარტებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოპიტნარიდან ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო. რაც შეეხება თბილისიდან ჩასულ ვერტმფრენს, თემურ მღებრიშვილის თქმით, ვარტმფრენმა სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იფრინა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.“ ის აცხადებს, რომ სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაკარგულად 175 ადამიანი ითვლებოდა და ციფრები სისტემატურად იცვლებოდა. დაკარგულთა შორის იყვნენ უკრაინის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე. მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ დაკარგულთა რაოდენობა თუნდაც ტურისტების, უფრო მეტი იყოს, საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადაჭრით ვერაფერს გამორიცხავს და ვერც დაამტკიცებს, თუმცა აღნიშნა: „გონივრული ვადაა ერთი კვირა, რომ ადამიანმა თავისი ოჯახის წევრი მოიკითხოს.“ რატომ არ მოითხოვეს დახმარება უცხო ქვეყნებისგან  „პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება, იყოს,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენებს და არა მათ, რომლებიც ღამით ვერ დაფრინავენ „ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. მაგრამ, რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვყავდა სითბური დრონები, რომლებიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს. ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია დაღუპული და დაშავებულიც არ გვყოლია არავინ,“ - უპასუხა მრებრიშვილმა ჟურნალისტებს 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.  რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს დაკარგულთა ძებნა „ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაო გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ.“ შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. სტიქია შოვში - განახლებადი  

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიუთითებს ხუთ შეკითხვაზე, რომელსაც „გამოძიებამ უნდა უპასუხოს“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო ორგანოებს, შოვში ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებული გამოძიების ობიექტურად წარმართვისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულა,, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დანაშაულში ჩართულ ყველა პირს უნდა დაეკისროს. „შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიება წარმართონ ობიექტურად, სრულყოფილად და ეფექტურად, რათა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სრულად: https://www.hrc.ge/539/geo/ ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო პროცესი წარიმართოს იმგვარად, რომ პასუხი გაეცეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებულ ყველა კითხვას, მათ შორის: 1)    რა პრევენციული ხასიათის სამუშაოები ტარდებოდა ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით? საქართველოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. დამატებით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაცია. ამგვარად, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს არსებობდა თუ არა შოვში სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაგეგმილი შესაბამისი პოლიტიკა. ასევე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევალება რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, ხდებოდა თუ არა შოვში არსებული რისკების მუდმივი კონტროლი და რატომ ვერ მოახერხა შესაბამისმა უწყებებმა პრევენციული რეაგირება მაშინ, როცა მოქალაქეები აღნიშნული პრობლემების თაობაზე ჯერ კიდევ 2020 წელს საუბრობდნენ. 2)    ფუნქციონირებდა თუ არა ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემა?   „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციაა მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ადრეული შეტყობინების სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება. ამასთანავე, საქართველოს ამჟამინდელი ვიცე-პრემიერის მიერ 2018 წელს გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2021 წელს პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემას უნდა ემოქმედა, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური იმუშავებდა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემის მეშვეობით რატომ ვერ მოხერხდა მეწყერის ჩამოწოლის წინასწარი პროგნოზირება, იყო თუ არა შეცვლილი მდინარის კალაპოტი ხელოვნურად, დგინდებოდა თუ არა მდინარე ბუბაში წყლის დაწევა და დაგუბება. 3)    მოხდა თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკის დაგვიანებით მობილიზება? საქართველოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა საგანგებო სიტუაციის დროს შესაბამისი რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში ინციდენტიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. ამგვარად, ამ დროის განმავლობაში სტიქიურ უბედურებასთან გამკლავება ადამიანებს ყოველგვარი სამაშველო დახმარების გარეშე უწევდათ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები ღამის განმავლობაში ცუდი ხილვადობის გამო შეაჩერა ხოლო, შესაბამისი ხიდის აწყობა ინციდენტიდან მეორე დღეს მოხდა. ამგვარად, გამოძიებამ უნდა შეაფასოს სამაშველო სამუშაოების ოპერატიულად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. 4)    ხდება თუ არა გადარჩენილი და დაკარგული ადამიანების შესაბამის სიებში აღრიცხვა და სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარმართვა?  ხელისუფლებას არ გაუსაჯაროვებია დაკარგული და გადარჩენილი ადამიანების სია, რაც ქმნის გაურკვევლობას განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა დაკარგული პირი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და არ ხდება ოჯახის წევრების მიერ მისი ძებნა. დამატებით, სიების გამოქვეყნების შემთხვევაში, მოქალაქეები შეძლებდნენ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამოსადეგი იქნებოდა დაკარგული პირების საერთო რიცხვის დასადგენად, მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად და შესაბამისი სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარსამართად.    5)  სტიქიის შედეგებთან ეფექტურად გამკლავების მიზნით ექნებოდა თუ არა სასიცოცხლო მნიშვნელობა სხვა ქვეყნების დახმარებას?   მნიშვნელოვანია, გაირკვეს იყო თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი რესურსი.  მათ შორის, ტექნიკა სხვა ქვეყნებიდან და განახორციელეს თუ არა შესაბამისმა უწყებებმა მოლაპარაკებები ამ კუთხით.  მნიშვნელოვანია, პასუხისგმებლობა დაეკისროს ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს,  იმ შემთხევაში, თუკი სტიქიურ უბედურებაზე რეაგირება იყო არაეფექტური ან თუ დადგინდება, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ევარაუდათ სტიქიური უბედურება და შეძლებისდაგვარად განეხორციელებინათ პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის - მოსახლეობის ინფორმირების გზით, რითიც შეძლებდნენ მსხვერპლთა ოდენობის შემცირებას.  სტიქია შოვში - განახლებადი

სამანტა პაუერი შოვის სტიქიაზე: USAID-ი თანამშრომლობს მხარდაჭერისთვის

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი შოვის სტიქიას ეხმაურება. „ვფიქრობ იმ ადამიანების ოჯახებზე, რომლებიც საქართველოში, რაჭის რეგიონში გამანადგურებელი მეწყერის დროს დაიღუპნენ. დიდი მადლობა მამაც მაშველებსა და მოხალისეებს, სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. მხარდაჭერისთვის USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან,“ - წერს სამანტა პაუერი Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.  

საპატრიარქო შოვის სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას ემიჯნება

საქართველოს საპატრიარქო შოვის ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, „თავი შეიკაონ არასწორი შეფასებებისაგან.“ „დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკაონ არასწორი შეფასებებისაგან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს,“ - ნათქვამია განცხადებაში. დეკანოზმა დავით ისაკაძემ შოვის სტიქია ერთი წლის წინ ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. მისი ქადაგებიდან ამონარიდი გავრცელდა, რომლის თანახმად, „ფესტივალის 3 დღის განმავლობაში, „ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა.“  

სურსათის ეროვნული სააგენტო შოვზე: ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყულ ცხოველებს სრული წესების დაცვით დამარხავენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. „სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია სალიკვიდაციო სამუშაოში ჩართულ სტრუქტურებთან და სამსახურებთან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე ან რისკი არ არსებობს. დაღუპული ცხოველების დამარხვა სრული ვეტერინარული წესების დაცვით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოს ჩაატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც ზედამხედველი ორგანო, ჩართულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ზედამხედველობას გაუწევს, რომ გამორიყული ცხოველები სრული წესების დაცვით დაიმარხოს,“ - განაცხადა ვასილ ბასილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.  

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნაპოვნია კიდევ ორი ცხედარი. ერთი ცხედარის პოვნის შესახებ დღეს, 11 აგვისტოს დილით გახდა ცნობილი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. ამ დროისთვის სულ 9 ადამიანს ეძებენ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. ძებნის არეალი ფართოვდება - შოვის სტიქიის მე-9 დღე  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა გაიზარდა

შოვის სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნაპოვნია ერთი ცხედარი. შესაბამისი განცხადება მედიასთან გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის 11 დაკარგულის ძებნა გრძელდება. დაღუპულად ამ დროისთვის ითვლება 22 ადამიანი. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.  

ერდოღანი შოვის სტიქიის გამო საქართველოს უსამძიმრებს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვის სტიქიისას ადამიანების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს,” - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენაზე: სტიქიის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განაცხადებით, ბუბისწყლის კალაპოტში სტიქიის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, ამ ეტაპზე ეს პროცესები საფრთხის შემცველი არ არის. „მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის,“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. გუბერნატორი: ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 24 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.

გუბერნატორი: ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაო ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა. „24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ. ვინაიდან, გვიან ღამით ცუდი ხილვადობა იყო, სამუშაო შეჩერდა დილამდე. დილით კი, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით და დრონებით დაათვალიერეს ხეობა და მნიშვნელოვან ქვათაცვენას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სამძებრო სამუშაო დილიდან განახლდა,“ - განაცხადა მარგველიძემ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 24 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.  

თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე მედიასთან ისაუბრა. თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 11 აგვისტოს მდგომარეობით, ისევ 24-ია. „მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.  მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

რამ გამოიწვია სტიქია - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება

 სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია  ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული - მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია „წინამდებარე დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აერო ფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას.“   გარემოს ეროვნული სააგენტო 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების პირველად შეფასებას აქვეყნებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას უცვლელად გთავაზობთ „მდ. ბუბისწყალი წარმოადგენს მდ. ჭანჭახის მარჯვენა შენაკადს, რომელიც სათავეს იღებს მყინვარ ბუბას ძირიდან, ზღვის დონიდან 2970მ-ზე და უერთდება მდ. ჭანჭახს კურორტ შოვთან ზღვის დონიდან 1520 მეტრ აბსოლუტურ ნიშნულზე. მდინარე ბუბისწყლის წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 41.3 კმ2-ს, მდინარის სიგრძე 9.97 კმ-ს, წყალშემკრები აუზის საშუალო სიმაღლე არის 2777 მეტრი, მდინარის კალაპოტის საერთო გასწვრივი ვარდნა არის (∆H) 1450 მეტრი, მდინარის კალაპოტის საშუალო ვარდნა 145.4 მ/კმ ანუ 145.4 0/00 პრომილე, ხოლო დახრილობა 0,1454. მდინარის კალაპოტის კლაკნილობის კოეფიციენტი შეადგენს k=1,23. მდ. ბუბისწყლის მდინარეთა ქსელის სიხშირის კოეფიციენტი D=0.99კმ/კმ2. ფერდობის ჩამონადენის გარბენის საშუალო სიგრძე შეადგენს L= 1.00კმ. მდ. ბუბისწყლის ხეობაში არის რამდენიმე მცირე და დიდი ზომის მყინვარი. ყველაზე დიდი მყინვარები ამ აუზში არის თბილისა და ბუბა. მდინარე ბუბისწყლის ხეობა ხასიათდება რთული რელიეფით, სადაც დაგროვილია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის დიდი მოცულობის პროდუქტები. ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში გააქტიურებულია მყინვარის პულსაციური პროცესები და აღნიშნული ხეობის მყინვარები არ არის გამონაკლისი. სხვადასხვა წყაროების დამუშავების მიხედვით მოცემულია მყინვარ ბუბას ფართობები: 1 : 50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 2.94 კმ2-ს, 2010 წლის 11 აგვისტოს landsat-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 2.40 კმ2-ს, ხოლო 2020 წლის 4 სექტემბრის landsat-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 1,94 კმ2-ს. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მდ. ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი მიეკუთვნება, ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიანი რელიეფის ზონის ჰორს-ანტიკლინურ ღერძულ ქვეზონას, ინტენსიური აღმავალი მოძრაობით, ხოლო ხეობის შუა და ქვემო წელი საშუალო და მაღალმთიანი რელიეფის სუბგანედური მიმართულების შეფარდებითი დაძირვის ქვეზონას. ხეობაში ფერდობების დახრილობა ცვალებადობს 15-დან 800-მდე (რუკა 1), სათავეებში კი, მყინვარული რელიეფის ფორმებთან ერთად, უმეტესად წარმოდგენილია ვერტიკალური კარნიზები და დაკბილული კლდოვან-ქარაფოვანი ფლატეები.საქართველოს ტექტონიკური დანაწევრების რუკის (ე. გამყრელიძე 2004 წ.) მიხედვით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში, სათავიდან დინების მიმართულებით, გამოიყოფა 3 ძირითადი სტრუქტურულ-ტექტონიკური ზონა, კერძოდ: 1. კავკასიონის ნაოჭა სისტემის მთავარი ქედის ზონის ცენტრალური აზევების ქვეზონა; 2. ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონა; 3. მესტია-თიანეთის ზონის შოვი-ფასანაურის ქვეზონა. მთავარი ქედის ზონა წარმოდგენილია პროტეროზოული და პალეოზოური მაგმური ქანების კომპლექსით და სამხრეთიდან მთავარი შეცოცებით არის შემოფარგლული. ყაზბეგი-ლაგოდეხის ზონასა და მესტია-თიანეთის ზონის შოვი-ფასანაურის (ნაოჭა-ქერცლებრივი) ქვეზონას შორის საზღვარი შესხლეტვა-შეცოცების ტიპის რღვევით არის წარმოდგენილი. გეოლოგიური თვალსაზრისით, მდ. ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი აგებულია: 1. გვიან დევონური და კარბონული ასაკის (D3-C11) პლაგიოგრანიტებით და კვარციანი დიორიტებით; 2. ქვედაიურული ასაკის მუაშის წყების (J12ms) და ტოარსული სართულის (J13s) ნალექებით, ლითოლოგიურად წარმოდგენილი ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებით და კვარციანი ქვიშაქვებით, დიაბაზის ფენებრივი ძარღვებით. ხეობის შუა წელი წარმოდგენილია: 1. შუაიურული ასაკის აალენური სართულის სორის წყების (J2s2) და ბაიოსური სართულის ტალახიანი წყების (J2tl) ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, ქვიშიან-თიხიანი ფიქლებით და არკოზული ქვიშაქვებით; 2. ზედა იურული კალოვიურ-ოქსფორსდული (J3k+O1) და კიმერიჯ-ტიტონური (J3km+tt) სართულების მერგელებით, კირქვებით, კარბონატული ფიქლებით, კარბონატული ქვიშაქვებით და მიკროკონგლომერატებით. ხეობის ქვემო წელი აგებულია ქვედა ცარცული ასაკის პორხიშულის წყების (K1pr) და ჭიორის წყების (K1cvr) ნალექებით, ლითოლოგიურად წარმოდგენილი კირქვებით, ქვიშიანი კირქვებით, მერგელოვანი კირქვებით, მერგელებით და კარბონატული თიხა-ფიქლებით.ხეობის რთული გეოლოგიური აგებულება, სეისმო-ტექტონიკური პირობები, რელიეფის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი (მორფოლოგიური პირობები) და კლიმატური ცვლილებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ხეობაში ბუნებრივი სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 3 აგვისტომდე მდ. ბუბისწყლის კალაპოტში, ბოლო 100 წლის მანძილზე, მნიშვნელოვანი ხასიათის ღვარცოფული ნაკადების გავლას ადგილი არ ჰქონია.2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე დაახლოებით 26 ჰექტარზე, სადაც დაფარა აქ არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი. ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.წინასწარი შეფასებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობა დაახლოებით 5 მლნ. მ3-ს შეადგენს, რომლის უმეტესი ნაწილი შევიდა მდ. ჭანჭახის და მდ. რიონის კალაპოტებში, ხოლო დაახლოებით 1.5 მლნ. მ3 აკუმულირდა სტიქიის ეპიცენტრში და ბუბისწყლის ხეობის ტრანზიტულ ზონაში.გამომწვევი მიზეზებიმდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას, რელიეფის მაღალენერგეტიკულ პოტენციალთან ერთად, განაპირობებს:მკაცრი კლიმატური პირობები – ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა; გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები; კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა-განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე; მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წყლები, უხვი ნალექის და გრუნტის წყლების მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება; უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. დასკვნები1. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;2. მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე:– სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ. ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა);– 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;3. ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;4. მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დამატებით ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, რის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად.წინამდებარე დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აერო ფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას“, - აღნიშნულია დასკვნაში. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.

ძებნის არეალი ფართოვდება - შოვის სტიქიის მე-9 დღე

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. დღეს, 11 აგვისტოს, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებით, რიონის კალაპოტში ცხედარი იპოვეს. „მდინარეზე მონიტორინგი სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ხორციელდებოდა. ახლა უკვე ვსაუბრობთ პერიმეტრის გაზრდაზე. ამ დროისთვის მონიტორინგი 30 კმ-იან პერიმეტრზე მიმდინარეობს. დღის ბოლოდან კი, ან ხვალ დილიდან, 54 კმ-იან პერიმეტრზე გავალთ - ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია,“ განუცხადა მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა. ამასთან, მდინარეში რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა: „ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას.“ თემურ მღებრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მდინარეში სამძებრო სამუშაოში უკვე ნავებია ჩართული. „ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა. ნავების საშუალებით მივდივართ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ფეხით მიუდგომელია,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. დღესვე, ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა განაცხადა, რომ შოვის სტიქიის ზონაში სამუშაო არეალი გაფართოვდა და მიმდინარეობს ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა. „ავტომობილების გარკვეული ნაწილი, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი, გამოყვანილია და ეტაპობრივად ხდება სხვა ავტომანქანების გამოყვანა. არეალი გაფართოვდა, მათ შორის, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიმდინარეობს სამუშაო,“ - აღნიშნა მერმა. ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.  

გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ

სტიქიის ზონაში ჩასვლის შემდეგ, შს მინისტრმა განმარტა, რომ 3 აგვისტოს, სტიქიის დაწყების დღეს, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ. ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დაახლოებით სამ საათში ჩავიდა, რადგან მას მომზადება სჭირდებოდა. „სტიქიის ზონაში ვერტმფრენები ჩამოვიდნენ დაახლოებით სამ საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება. ასევე, ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს შუაში, კუნძულზე, სადაც იყო ეს 70 ადამიანი და გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. ჰქონდათ საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო. დაღამდა და იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა საფრთხის შემცველი იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ იქ დარჩენილები,“ - აღნიშნა შს მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ღამით ვერტმფრენების სტიქიის ზონაში მუშაობა რისკის შემცველი იყო. „რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამით. ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია, ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა იმ წამს არ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე, პილოტებმა რომ გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული,“ - განმარტა გომელაურმა.  დამაზუსტებელ კითხვას, გომელაურმა უპასუხა, რომ საუბარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვერტმფრენზე. „ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს...“ „სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილი გვაქვს საფრანგეთში. წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი. ეს მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო, რიგებია, ერთი წელი ვმუშაობდით. ამაზე თვეებია, ვმუშაობთ, უკვე ნაყიდია, პილოტებსაც გადამზადება სჭირდებათ,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. კითხვას, ფიქრობს, რომ ღამით ფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ ვერტმფრენებს და უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, შს მინისტრმა უპასუხა: „არ იყო საჭირო, პილოტებს გაერისკათ, შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხეობაა, მთააა, შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა ყაზბეგში, იქაც გარისკეს პილოტებმა და მოხდა უბედურება.“ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა.  „ამ დროისთვის 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე,“ - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

გომელაური სტიქიის ზონაში: რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ

შს მინისტრის განცხადებით, 3 აგვისტოს, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დაახლოებით სამ საათში ჩავიდა, რადგან მას მომზადება სჭირდებოდა. „ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე,“ - განაცხადა მინისტრმა. ამასთანავე, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ძალიან ცუდი ამინდი იყო. „თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ, იმუშავეს, მაინც ჩამოვიდნენ, 70 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს - ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. დაღამდა და იქედან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ და მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაფრინავდნენ ღამით, გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია, ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა იმ წამს არ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე, პილოტებმა რომ გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული,“ - განმარტა გომელაურმა. დამაზუსტებელ კითხვას, გომელაურმა უპასუხა, რომ საუბარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვერტმფრენზე. „ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს...“ „სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილი გვაქვს საფრანგეთში. წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი. ეს მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო, რიგებია, ერთი წელი ვმუშაობდით. ამაზე თვეებია, ვმუშაობთ, უკვე ნაყიდია, პილოტებსაც გადამზადება სჭირდებათ,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. კითხვას, ფიქრობს, რომ ღამით ფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ ვერტმფრენებს და უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, შს მინისტრმა უპასუხა: „არ იყო საჭირო, პილოტებს გაერისკათ, შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხეობაა, მთააა, შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა ყაზბეგში, იქაც გარისკეს პილოტებმა და მოხდა უბედურება.“ მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ამ დრომდე რატომ არ ჩავიდა სტიქიის ადგილზე, რაზეც ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ „მამის ჯანმრთელობის მდმომარეობის გამო, თურქეთში იყო.“ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა.  „ამ დროისთვის 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება, ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე,“ - აღნიშნა მინისტრმა. მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

კობახიძე შოვის სტიქიაზე: მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე მძიმე სპეკულაცია უწოდა განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა. „ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეთა მინისტრი. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის, უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, ამიტომ ვინც, სამწუხაროდ, მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ თავიდანვე პირველივე საათებში ჰქონდა შსს-ს სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის საშუალება, ყველაფრის იდენტიფიცირების საშუალება და რეალობა იყო, სამწუხაროდ, ასეთი, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი და ვისაც არ მისწვდა - მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს. ღამის ხედვის აპარატურით იყო აღჭურვილი დრონები, დრონები იყო ადგილზე, მუშაობდნენ დრონების გამოყენებით სამაშველო სამსახურები და თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, ყველაფრის რესურსი ჰქონდა რეალურად სამაშველო სამსახურს და დარწმუნებული ვარ ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვით საშუალებით, აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა დამონტაჟებული ვერტმფრენში, რომელიც იძლევა ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას. იმავეს გაკეთება შეუძლია დრონს. ვერტმფრენები თავისი ღამის ხედვით აპარატურით მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის გამოყვანა ლოკაციიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია იყო სრულად დათვალიერებული მანამდეც, ბუნებრივია, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო სრულად შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას არ ჰქონდა დამატებითი რაციონალური საფუძველი. ეს არის რაც განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რომ ყოფილიყო საჭირო ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით უბრალოდ არ არსებობდა,“ - განაცხადა კობახიძემ.  

გომელაურის თქმით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით, ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. ამასთან, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია.  მინისტრის თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება. გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ „თათბირი ჩავატარეთ, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა, დაახლოებით, 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება დაიგეგმა შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები - მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც თავად სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, პროცესში ყველა ჩართული იყო, სტიქიის ზონასთან მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ, გადაწყვეტილებებს კი, თავად იღებდა. „პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი, ბატონი პრემიერიც, ყველა. ჩართული ვიყავი თუმცა 1000 კილომეტრის იქიდან ისე ვერ უხელმძღვანელებ, როგორც ადგილზე რომ ხარ. ჩემი მოადგილეები იყვნენ. ჩათვალეთ, რომ გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი. მინისტრიც ჩამოსული იყო, პრემიერიც, ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული. სამსახურები იყვნენ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებდნენ, აუცილებელი არაა, ყველა ჩამოვიდეს,“ - განაცხადა შს მინისტრმა. გომელაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. „ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია რაც თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული,“ - განაცხადა გომელაურმა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილს აქვს ინიციატივა, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, შს მინისტრმა ასე უპასუხა: „შექმნან თვითონ ან არ შექმნან [საგამოძიებო კომისია] - რაც უნდათ, ის გააკეთონ, გამოსაძიებელი არაფერია.“

შს მინისტრი: დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ

შს მინისტრმა ვერტმფრენის გამოყენების საკითხზე მის მიერ 14 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები განმარტა. 14 აგვისტო: გომელაურის განმარტებით, ცუდი ამინდის გამო, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ მინისტრის თქმით, ვერტმფრენი მუშაობდა დაღამებამდე და მან ევაკუაცია განახორციელა, დრონები კი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.  გომელაურის თქმით, „დრონი ბევრად ეფექტიანია, ვიდრე ვერტმფრენიდან პროჟექტორით დაბლა ყურება,“ „რადგან დრონს აქვს სითბური და ღამის ხედვა.“ „რაც შეეხება გუშინდელ ჩემ განცხადებას, აჟიოტაჟი ატყდა ამ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს ვთქვათ, აეროპორტიდან თბილისის, ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე რა თქმა უნდა. შეუძლია, ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთაგორიანი, მთები და ასე შემდეგ. სადაც არის მთები... მაგალითად, რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით, 6 საათისთვის. მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს, რაღაც უაზრო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5 თუ 6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?! ეს რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი დაახლოებით დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ მაგ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი ან ჩაფულილი საიდანაც შეიძლებოდა, ამოგვეყვანა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 25-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას შსს ადასტურებს. უწყების ცნობით, გრძელდება 8 ადამიანის ძებნა. მეხანძრე-მაშველებმა 3 ცხედარი ბოლოს 11 აგვისტოს იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდე იყო გაზრდილი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

მღებრიშვილი: ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაო, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. „ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაო ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის (15 აგვისტო) ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით, 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. აქტივისტები შოვის სტიქიაზე ხელისუფლების რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევენ. აქციაზე, რომელიც საღამოს 9 საათზე დაიწყო, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დააკავეს სოფი მესხი და კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი. მისივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე დაკავებიდან 2 საათში გაათავისუფლეს. მათი დაკავების საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა გახდა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ. შს მინსიტრის განცხადებით, 3 აგვისტოს ვერტმფრენები ცუდი ამინდის გამო სტიქიის ზონაში „თითქმის ორი საათის განმავლობაში ღრუბლებს უვლიდნენ, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ.“ გომელაურის თქმით, ვერტმფრენმა დღის განმავლობაში იმუშავა. მან მის მიერ 13 აგვისტოს გაკეთებული განცხადება დღეს, 14 აგვისტოს განმარტა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში, ღამის განმავლობაში დრონები მუშაობდნენ. კრიტიკოსები ხელისუფლებას ღამით ვერტმფრენის არგამოყენების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როცა სტიქიის პირველ დღეს, დაზარალებულების ოჯახის წევრები დახმარებას და მეწყერში მოყოლილი ადამიანებოს გამოყვანას ითხოვდნენ, ხელისუფლებას ადეკვატურად უნდა ემოქმედა. კობახიძე შოვის სტიქიაზე: მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი

შსს-ს განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. უწყება აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. მღებრიშვილი: ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას სამძებრო სამუშაოში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადასტურებს შსს. 7 დაკარგულის ძებნა გრძელდება. შსს-ს ბოლო განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია.   შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

კობახიძე: რეალურად, დავით ჯელაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ დისშვილი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა. „მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბრი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, დათო არის გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა, რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისშვილი გაეყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას გამოვლი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული..." განუცხადა კობახიძემ მედიას. მას მის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენეს, რომლის თანახმადაც, „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს; საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი; გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა, ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.“ „იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც მე პირველად ვნახე. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელებში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო დადებული. ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო ატვირთული. მან პირადად მომიყვა ისტორია, თუ რა გადახდა. სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ჯელაძეს „გული ვატკინე“ (რაც მან თქვა). ეს არის ძალიან დასანანი..." - განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას. „მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით,“ - აცხადებდა კობახიძე 14 აგვისტოს, რასაც სტიქიას გადარჩენილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედით ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა - „ეს როგორ შეძელი“. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე როგორ შეძლო გადასვლა ბავშვით, წარმოუდგენელიაო - მართლა წარმოუდგენელია, როგორ გავაკეთეთ ეს მე და მაშომ. იმ ადგილზე გაჩერება შეუძლებელი იყო ისეთი ლაფი იყო. მიწის სუსტი მასა იყო. იქ რომ გაჩერებულიყო, წამიერად ჩაიძირებოდი და დაიხრჩობოდი. ვფიქრობდი, რომ მეორე მხარე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვეწეოდა, არ გადაგვივლიდა ზემოდან. ვჩქარობდი, არ ვიცი როგორ გავაკეთე. რომ ვიხსენებ, რა ისტორია გადაგვხდა თავს და ამ დროს, ირაკლი კობახიძე გამოდის სიტყვით და ამბობს, ტყუილს იძახიო, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, “- განაცხადა ჯელაძემ. მისივე თქმით, სტიქიას გადარჩენილებს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. უფრო ვრცლად - შოვის სტიქიას გადარჩენილი 3 აგვისტოზე

თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას

შსს-ს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს. დამაზუსტებელ კითხვას მღებრიშვილმა უპასუხა: „ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება.“ ხვალიდან იწყება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და აქტიური სამძებრო სამუშაო.“ „ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად ჩვენ უკვე მთლიანად გვაქვს ტერიტორია შემოწმებული. დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს, ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, რისი საშუალებაც ნიადაგის გამო ამ დრომდე არ მოგვეცა. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი. უკვე ნიადაგი მყარია და ხვალ დილიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ სამძებრო სამუშაოს. როგორც მოგეხსენებათ, მდინარე რიონის და მდინარე ჭანჭახის ხეობებში 54 კილომეტრიანი მონაკვეთის გადამოწმება მიმდინარეობს, როგორც მცურავი, ისე კინოლოგების საშუალებებით. ასევე, მდინარის კალაპოტში მეხანძრე-მაშველებიც გადაადგილდებიან ფეხით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგი. რაც შეეხება მონაცემებს, სტატისტიკა დღეს სამწუხაროდ არ შეცვლილა. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი. დაკარგულების რაოდენობაა შვიდი. რამდენიმე ადამიანზე ველოდებით დნმ-ის პასუხებს. ასევე პროზექტურაში, ადამიანის ორი ფრაგმენტია, რომლის იდენტიფიცირების პასუხსაც ველოდებით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. სტიქიის ზონაში ექვი დაკარგულის ძებნა გრძელდება. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

მაშველების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო გრძელდება.  სამუშაო მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. 
 მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია 28 ცხედარი. 5 დაკარგულის ძებნა გრძელდება. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.  

ონის მერის მოადგილის თქმით, შოვის სტიქიის დროს დაკარგულებს 36 ლოკაციაზე ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაო გრძელდება. „ძენა როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაო“, - განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა მედიასთან. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 28 ადამიანი. 5 დაკარგულს ეძებენ.  

ონის მერის მოადგილის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ტერიტორია სრულად დამუშავებულია

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა. „გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა. გარდა ამისა, სამძებრო სამუშაო როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები,“ - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა. შერაზადიშვილის თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 28 ადამიანი. 5 დაკარგულს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ ნაპოვნია 29 ცხედარი. 4 დაკარგულს ეძებენ სამძებრო სამუშაოში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარე სამძებრო სამუშაოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახია დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი, აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ და დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ, გადასვენება როგორც წესი, მოხდება ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით უკვე სამი ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ვეძებთ ორი ადამიანის ცხედარს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

თავდაცვის სამინისტრო: შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოს დროს, ეროვნული გვარდიის უფროსი ინსტრუქტორი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო.   2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.   თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს,“ - წერია თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაში.    

ძლიერი წვიმა თბილისში: მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკაონ ქუჩებში გადაადგილებისგან

თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. „თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკაონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22.“ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს  

კალაძის თქმით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა. ძლიერი წვიმა თბილისში: მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკაონ ქუჩებში გადაადგილებისგან „თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგ რაიონში. ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში, ასევე, არის ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო, მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას,“ - აღნიშნა კალაძემ.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პრევენციის მიზნით, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პრევენციის მიზნით, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ირაკლი ბენდელიანმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ბენდელიანის თქმით, თამარაშვილზე ქვათაცვენა დაფიქსირდა და კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი ჯგუფები გადაჰყავს ადგილზე. „ნალექის შედეგად, რამდენიმე უბანში ქვიშა-ხრეში გზაზე ჩამოტანილია, მას შემდეგ, რაც წვიმა გადაიღებს "თბილსერვისი" მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს, რომ დასუფთავდეს. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ხეები მოტყდა. „ეკოსერვისის" სამსახური ჩართულია ახლაც, ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას. ახალ გზაზე, მოსახლეობამ იცის, რომ ბადეებს, ჯებირებს ვაკეთებთ ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ. უშუალოდ გზის შემზღუდავი ჯებირები იყო წაქცეული, რომელიც მაშინვე გასწორდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პრევენციის მიზნით მოხდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დროებით შეზღუდვა. თამარაშვილზე ერთი ლოკაციაა, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა, კონტრაქტორს უკვე გადმოჰყავს ტექნიკა და მთელი ღამე გაგრძელდება სამუშაოები. მთელი ქალაქის მასშტაბით გვექნება მობილიზება, რომ დილით გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს,“ - განაცხადა ბენდელიანმა. კახა კალაძე: არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში - გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით  

კახა კალაძე: არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ძლიერი წვიმის გამო, ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის გამზირთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი.  „ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები.“  კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა. კალაძის თქმით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა „ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ ვერ აუდის. გარკვეული პრობლემებია გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე, იყო პრობლემები გლდანის რაიონში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დატბორილი იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომელიც გამოვიყვანეთ. რამდენიმე ქუჩაზე ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მან მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2722222. ძლიერი წვიმა თბილისში: მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკაონ ქუჩებში გადაადგილებისგან თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული.“ „აქ, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივ ატარებდა. იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ არ მახსოვს ასეთი რამ ბოლო წლებში," - აღნიშნავს კალაძე.

კახა კალაძე: წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას

თბილისის მერის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, „წუხელ 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას.“ „გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქს. ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებული გვყავდა. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა. ამჯერადაც რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. თან წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე: არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით მან აღნიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. „პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ საჭირო ღონისძიებების გატარებას. ეს მიმდინარეობდა მთელი ღამე. დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა - მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზები და გადაადგილება უპრობლემოდ ხდება. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც შეტბორილი იყო თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს, სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გვაქვს. სწორედ ამიტომ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოს ვაწარმოებთ, პირველ რიგში, მსგავს კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი,“ - განაცხადა თბილისის მერმა. გუშინ, 29 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

სტიქია შოვში - განახლებადი

შოვში მეწყარი სამ აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-მ 3 ავისტოს, სტიქიის პირველ დღეს დაადასტურა, რომ მაშველებმა სტიქიის ზონაში, მიწის მასის დამუშავებისას ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი 3 აგვისტოს გავრცელებული ცნობებით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. თავდაცვის ძალები შოვში სალიკვიდაციო სამუშაოში ჩაერთო თემურ მღებრიშვილი: ხვალ დილიდან, ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 4 აგვისტოს, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაო გრძელდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც 5 აგვისტოდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. შოვში სტიქიის მესამე დღე: 5 აგვისტო -სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. შსს-ს განცხადებით, ადგილზე მუშაობს ავიაცია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამძებრო სამუშაოში აქტიურად ჩაერთო თავდაცვის ძალები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება. 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. გარემოს ეროვნულ სააგენტო შოვში, სტიქიის დროს დაფიქსირებული ხუთი პროცესის თანხვედრაზე მიუთითებს. სტიქია რაჭაში: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს. 15:30 საათისთვის, შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა სტიქიის ზონაში 5 აგვისტოს დილის შემდეგ, მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს. შედეგად, სულ დაღუპულია 14 ადამიანი. ამავე დღეს შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. საღამოს 6 საათისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. დღის ბოლოს სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. 6 აგვისტო - შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია - რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში დაკარგულთაგან 7 აგვისტოს არავინ უპოვიათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. 8 აგვისტოს იპოვეს ქალის ცხედარი და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. 8 აგვისტოს საღამოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა. თემურ მღებრიშვილმა მედიასთან ამავე კომენტარში აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში სამუშაო 9 აგვისტოდან კიდევ უფრო „მასშტაბური გახდება“, „ამ დრომდე აქტიური „საძიებო სამუშაო“ მიმდინარეობს.“ 9 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის კიდევ 13 ადამიანს ეძებენ. 10 აგვისტო საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 3 აგვისტოს 112-ში ზარი 15:10 საათზე დაფიქსირდა. იტყობინებოდნენ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. თემურ მღებრიშვილის თქმით, გამოცხადდა მობილიზაცია, მათ შორის ვერტმფრენების როგორც თბილისში, ისე კოპიტნარის აეროპორტში. მისივე თქმით, ვერტმფრენი სამ საათზე ნაკლებ დროში ჩაერთო ევაკუაციაში, თუმცა მღებრიშვილის განმარტებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოპიტნარიდან ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო. რაც შეეხება თბილისიდან ჩასულ ვერტმფრენს, თემურ მღებრიშვილის თქმით, ვარტმფრენმა სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იფრინა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.“ ის აცხადებს, რომ სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაკარგულად 175 ადამიანი ითვლებოდა და ციფრები სისტემატურად იცვლებოდა. დაკარგულთა შორის იყვნენ უკრაინის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე. მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ დაკარგულთა რაოდენობა თუნდაც ტურისტების, უფრო მეტი იყოს, საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადაჭრით ვერაფერს გამორიცხავს და ვერც დაამტკიცებს, თუმცა აღნიშნა: „გონივრული ვადაა ერთი კვირა, რომ ადამიანმა თავისი ოჯახის წევრი მოიკითხოს.“ რატომ არ მოითხოვეს დახმარება უცხო ქვეყნებისგან  „პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება, იყოს,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენებს და არა მათ, რომლებიც ღამით ვერ დაფრინავენ „ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. მაგრამ, რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვყავდა სითბური დრონები, რომლებიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს. ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია დაღუპული და დაშავებულიც არ გვყოლია არავინ,“ - უპასუხა მრებრიშვილმა ჟურნალისტებს 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.  რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს დაკარგულთა ძებნა „ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაო გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ.“ 10 აგვისტო. სამძებრო სამუშაო გრძელდება. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა, როდესაც ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. მღებრიშვილი: მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დამატებით, ვფიქრობთ, რომ მდინარის ნავებით მონიტორინგი საჭირო გახდება მღებრიშვილი: სამძებრო სამუშაო იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ 11 აგვისტო შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ძებნის არეალი ფართოვდება - შოვის სტიქიის მე-9 დღე 12 აგვისტო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაო ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა. 13 აგვისტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე მედიასთან ისაუბრა. თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 11 აგვისტოს მდგომარეობით, ისევ 24-ია. მანვე აღნიშნა, რომ „სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.“ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში ჩავიდა და განაცხადა, რომ „რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ.“ 14 აგვისტო: შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. ამასთან, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია. მინისტრის თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება. სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 25-მდე გაიზარდა. 15 აგვისტო: შსს-ს განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია. შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. 16 აგვისტო სტიქიის მე-14 დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად დაასრულეეს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება. 17 აგვისტო შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. 18-19 აგვისტოს სტიქიის ზონაში დაკარგულთა ძებნა გრძელდება. როგორც ცნობილია, ძებნის არეალი ამბროლაურამდეა გაფართოებული. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოს.  სამძებრო სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. ამ დროისთვის 6 დაკარგულს ეძებენ. 27 გარდაცვლილიდან იდენტიფიცირებულია 25. სტიქიის მე-18 დღე - შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, 20 აგვისტოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. 5 დაკარგულის ძებნა გრძელდება. სტიქიის ზონაში მაშველებმა 22 აგვისტოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 29 ცხედარი. 4 დაკარგულს ეძებენ. ონის მერის მოადგილის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ტერიტორია სრულად დამუშავებულია 24 აგვისტო: შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ეძებენ კიდევ ორ ადამიანს. 28 აგვისტო: საძიებო სამუშაო გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 მცირეწლოვნის ძიება გრძელდება. საძიებო სამუშაოს შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სამაშველო სამსახური მიიღებს. „აქტიურ რეჟიმში გრძელდება კვლავ სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციებია როგორც უშუალო სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძიება მიმდინარეობს,“ - განაცხადა სერგი ხიდეშელმა მედიასთან.

კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი მნიშვნელოვნად დააზარალა.  ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა. განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ასევე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სახელმწიფო მზადაა სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს. უწყების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. „რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

„დელტა" განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ განცხადებით, „დამატებითი ძალები მობილიზდა კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს.“ „ორ სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დელტას მიერ დამატებითი ძალები მობილიზდა კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

მადრიდის მერმა ძლიერი წვიმის გამო, მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა

მადრიდის მერმა მოსახლეობას ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამინდის ეროვნულმა სააგენტო AEMET-მა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.  მადრიდში 12 საათის განმავლობაში უხვ ნალექს ელოდებიან. Reuters-ის ცნობით, მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ქალაქის მცხოვრებლები მოსალოდნელი უხვი ნალექისა და შესაძლო წყალდიდობის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.  

კახეთში ვენახები დაისეტყვა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა. დაისეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები. კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები. ამ გზაზე 15 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა. საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ბაისუბანშიც. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები. ისინი ცენტრალურ გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ასუფთავებენ. სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელმა მამად მამედოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიის შედეგებს შეისწავლიან და მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის სოფლებში ყურძნის მოსავლის ნაწილი განადგურდა.  

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ერთი ცხედარი იპოვეს, კიდევ ორ ადამიანს ეძებენ

სტიქია გურიაში: სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო. „მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკაონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს. ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები,“ - წერს შსს.  

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, „როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაო მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.“ „გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.  

გურიის სტიქიის გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყების წარმომადგენლები კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.ავტოტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად, გზის გაწმენდის სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.  

რუსთავში უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

რეგიონული გამოცემა "ინფო რუსთავი" წერს, რომ უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩებში, საავტომობილო გზებზე მომატებული წყლის ნაკადებია. დატბორილია ლეონიძისა და შარტავას გამზირები, მესხიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩები, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია. სატრანსპორტო საშუალებები შეფერხებით გადაადგილდებიან.  

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. „ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.  

წალენჯიხის მერიამ მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, ამაღამ სახლებს გაერიდონ

წალენჯიხის მერიამ მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, ამაღამ სახლებს გაერიდონ.   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს. ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.   ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს,“ - წერია განცხადებაში. 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. „გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.  

სტიქიის გამო გურიაში 3 ადამიანს ეძებენ, 2 არასრულწლოვანია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. გურიასა და აჭარაში სტიქიასთან დაკავშირებით 112-ში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თემურ მღებრიშვილი: გურიაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზადყოფნაში ვართ

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. „მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზად ყოფნაში ვართ,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. გურიაში სტიქიის ზონაში 8 სექტემბერს სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.  

სტიქია გურიაში: გეოლოგები საფრთხისშემცველ ლოკაციებს სწავლობენ, შესაძლოა, საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს საფრთხისშემცველი ლოკაციების შესწავლა, შესაძლოა, საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია - არის სახლები, რომელიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. „მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი დავითანხმეთ გაყვანაზე. კვლავ გრძელდება სტიქიის ზონაში დარჩენილი ადამიანების გამოყვანა, ახლაც მიმდინარეობს ღონისძიებები. არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს, ხდება მოსახლეობის გამოყვანა მაშველების მიერ ნავებით, სხვადასხვა სპეცსაშუალებებით. ყველასთან დამყარებულია კონტაქტი. ამ პროცესებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის წარმომადგენლები, დეპუტატები, მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ადგილზე არის საგზაო დეპარტამენტის და გეოლოგიის სამსახური. გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს შესწავლა იმ ლოკაციების, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა საჭირო იყოს მოსახლეობის ევაკუაცია. მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. ახლაც არის ჩამონათვალი იმ სახლების, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, არცერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე,” - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მეწყერმა სახლები დაანგრია. გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. „მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზად ყოფნაში ვართ,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. გურიაში სტიქიის ზონაში 8 სექტემბერს სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.  

ლანჩხუთის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, რომ საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად დამატებითი ტექნიკა ბათუმიდან მიიღეს. მისი თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 200-მდე ადამიანია გაყვანილი. ,,ყველა სოფელში, სადაც საჭიროა ტექნიკა მობილიზებულია. დღეს კიდევ დამატებითი ტექნიკა მივიღეთ ბათუმიდან. გაშვებულია ტრაქტორები, რათა მაქსიმალურად მოხდეს გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დამკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. გუშინ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მოქალაქე იქნა გაყვანილი საფრთხის შემცველი ზონიდან. წუხელ რამდენიმემ ისურვა გასვლა, რადგან მთელი დღის განმავლობაში დავდივართ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გავიდნენ. ძალიან ბევრი იკავებს თავს, მაგრამ ღამით დაახლოებით კიდევ 10 ადამიანი გავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 200 ადამიანია გასული. ზოგი ჩვენ გავიყვანეთ, ზოგიც თავისი სურვილით ახლობელთან გადავიდა. ყველაზე დიდი გაყვანა მოხდა სოფელ ხორეთიდან და სოფელ წიაღოვნიდან. სამაშველო სამსახურის ბრიგადები ფაქტობრივად მთელი ქვეყნიდან ჩვენთან არის და მობილიზებული არიან, რათა 24 საათის განმავლობაში დაეხმარონ მოქალაქეებს, გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას და შემდეგ ტექნიკით შესაბამისი დახმარება გაგვიწიონ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა. ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც აღდგება ყველა სახის კომუნიკაცია. ,,სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე ჯერ საუბარი ადრეა . პირველ რიგში ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღდგეს ყველა სახის კომუნიკაცია,ზარალის დათვლას და აღდგენით სამუშაოებს აუცილებლად შემდეგ დავიწყებთ,” - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ალექანდრე სარიშვილმა.  

რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვის სტიქიიდან 39-ე დღეს მაშველებმა რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაო უწყვეტ რეჟიმში გრძელდება,“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ ნაპოვნია 32 ცხედარი. კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

სტიქია გურიაში: 35 ოჯახზე გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია გაიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფები მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მეწყრული პროცესებისაგან დაზიანების ხარისხის შესაფასებლად სტიქიის ზონაში რჩებიან და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესწავლას აგრძელებენ. სპეციალისტების მიერ ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისათვის. ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია. ასევე, დღეს დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით შემოვლა განახორციელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მდინარის შეგუბები აღინიშნებოდა. დათვალიაერების შედეგად მდ. მაგანას ხეობასა და მის შენაკადებზე შეგუბებები, ან რაიმე ტიპის მეწყრულ გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მერიის განცხადებით, ლანჩხუთის მუნიციპალუტეტში სტიქიიდან მესამე დღეს აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაო. საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

პატრიარქი გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწუხარებას გამოხატავს, გურიაში, სტიქიის შედეგად სამი ადამიანის დაღუპვის გამო. „სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად, შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა. დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო,” - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ძლიერი წვიმის შედეგად, 8 სექტემბერს, გურიის რეგიონის სოფლები დაიტბორა და დაიმეწყრა. სამი ადამიანი დაიღუპა. სტიქია გურიაში: 35 ოჯახზე გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია გაიცა  

სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერმა განმარტა, რომ სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს. „კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით. ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს. დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საზოგადოებას ვაცნობო, ძალიან ბევრი ქართული კომპანია დაეხმარა სახელმწიფოს შოვში, სალიკვიდაციო სამუშაოებში და არც ერთი თეთრი, მათ არ აუღიათ ბიუჯეტიდან, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, საუბარია მილიონობით ლარზე, მათ თავად გაიღეს აღნიშნული კონტრიბუცია. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ეს კონტრიბუცია გააკეთა და ჩვენ დეტალურად გავავრცელებთ, ყველა იმ კომპანიის სახელს, ვინც მონაწილეობა მიიღო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, გურიაში სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შოვში კი, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და 10 სექტემბერს მსხვერპლთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ერთ დაკარგულს ისევ ეძებენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები, შილდა, გრემი და ალმატი. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტს.  

კახეთში სეტყვამ 30-მდე სოფელი დააზარალა

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან. 17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა. რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა. ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდათ ენისელში, ალმატსა და საბუეშიც. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა - გადახდილია სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროტექნიკა. როგორც სოფელ საბუეში ამბობენ, მსგავსი სტიქია არ ახსოვთ. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. დაზიანებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ერთწლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი. ბოლო ორ კვირაში სტიქიამ კახეთი მესამედ დააზარალა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობას მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზიანს უნაზღაურებენ.  

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არც ერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე,“ – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისევ შექმნა პრობლემები. ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელ ხორეთში მდინარემ დროებითი გზა წაიღო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ხოლო მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. როგორც “გურია ნიუსს” მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა, უხვმა ნალექმა რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგადაც სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, ხოლო ერკეთის საბავშვო ბაღი სველი წერტილის გარეშე დარჩა. „ძლიერი წვიმის შედეგად ჩოხატაურის რამდენიმე სოფელს ზიანი მიადგა. მაგალითად, ხიდისთავში  მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ლოკაცია წიფნაგვარას და ზენობნის მიმართულებით ჩაკეტილია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო. ასევე, პრობლემები შეგვექმნა გუთურსა და ერკეთში. რამდენიმე ლოკაციაზე მიწა ჩამოიშალა გუთურში, რის შედეგადაც, პრობლემები შეექმნა რამდენიმე  ოჯახს. ასევე, ერკეთში გვაქვს კიდევ სამი ადგილი, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა. მაგალითად, ერკეთის საბავშვო ბაღს სველი წერტილი წაართვა, მიწა ჩაშალა. პრობლემები შეიქმნა ასევე ხევში. რამდენიმა ოჯახი იქაც ჩაიკეტა. ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ რიგში, სამუშაოს ვახორციელებთ იქ, სადაც ჩაკეტილია სოფლები, ოჯახები, მოსახლეობა. შემდეგ, უკვე თუკი სადმე  სხვადასხვა ინფრასტრუქტურას შეექმნა პრობლემა,  დავიწყებთ იმის აღდგენას,” განაცხადა მერმა. სტიქია იყო აჭარაშიც. შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამასთან, ბათუმის მერიის ცნობით, იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები. მათივე ინფორმაციით, ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე მიწის მასა მსუბუქად ჩამოიშალა. „მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოკუპირებულ ყირიმში სტიქიის გამო, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის სიმფეროპოლსა და იალტაში, ქარიშხლის შედეგად მრავალწლოვანი ხეების წაქცევის გამო დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. ქარიშხალმა დააზიანა სახლები და სხვა შენობებიც. დატბორვის გამო დაკეტილია რამდენიმე საავტომობილო გზა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს 500 000-მდე აბონენტს. ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ორშაბათი, 27 ნოემბერი, უქმე დღედ გამოაცხადეს.  

ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ უკრაინას პრობლემები შეუქმნა

26-27 ნოემბერს უკრაინის დიდ ნაწილში ქარიშხალმა, ძლიერმა წვიმამ და თოვლმა წყალდიდობა, ელექტროენერგიის გათიშვა და მოძრაობის პრობლემები გამოიწვია. 10 ოლქის 386 დასახლება ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ოკუპირებულ ყირიმში ღამით ძლიერი ქარის შემდეგ, ოთხი ადამიანი დაშავდა, ერთი კი, დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ათობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, ქარიშხალმა და წყალდიდობამ ასევე მიაღწია აზოვის ზღვას და ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკს. დიდთოვლობისა და დაბალი ხილვადობის გამო ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში რამდენიმე გზა დაიკეტა, ხოლო კიევში სატვირთო მანქანების შესვლა აიკრძალა. შტორმია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზეც. განსაკუთრებით დაზარალდა ბათუმის ახალი ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზღვაზე 8-ბალიანი შტორმია. ოკუპირებულ აფხაზეთში 7-ბალიანი შტორმია გაგრის აკვატორიაში. დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და ახლომდებარე სახლები. სტიქიამ დააზარალა სოხუმის სანაპიროც. შავ ზღვაზე შტორმის გამო რთული სიტუაციაა სოჭსა და მის ახლომდებარე რაიონებშიც. ძლიერი ქარი და შტორმი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს  

ბათუმში ძლიერმა ქარმა კორპუსებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა

24 დეკემბერს, გამთენიისას, ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, წააქცია მაღალი, მრავალწლიანი ხეები და ელექტროგადამცემი და გარე განათების ბოძები; დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი კორპუსები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. ბათუმის მერიის ცნობით, „მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები“ და ოპერატიულად მუშაობენ, რათა წაქცეული ხეებისგან და ბოძებისგან გზები გაწმინდონ. აჭარაში უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც. საქართველოს რკინიგზის პრესცენტრის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. რის შედეგადაც რამდენიმე რეისია შეყოვნებული. პრობლემები შეეხო ბათუმი-თბილისის რეისს, რომელიც 08:10 საათზე უნდა დაძრულიყო. „ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება,“ - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. რკინიგზის ცნობით, „სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ და საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.“ ცნობისთვის, სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც.  

ძლიერმა ქარმა საქართველოში პრობლემები შექმნა

თბილისში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ავტომანქანები და სახლებს სახურავები გადახადა.  თბილისის მერია ძლიერი ქარით გამოწვეული შედეგების შესახებ იუწყება. ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში წააქცია ხეები, დაამტვრია ხის ტოტები, დააზიანა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. რამდენიმე ხე ავტომანქანებს დაეცა.  ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს," - აცხადებს მერია. უამინდობისგან შექმნილი პრობლემის გამო მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22. კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ყვარელი - ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს. სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი, ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია. უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. რადიო თავისუფლების ცნობით, მერიებში განაცხადეს, რომ გზების გაწმენდას დაიწყებენ, მას შემდეგ რაც ქარი ჩადგება.  

კახეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სტიქიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა. რადიო თავისუფლების ცნობით, ძლიერმა ქარმა ქუჩაში რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც კაცს დაეცა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სამედიცინო ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი

იმერეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი - ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჩამოშლილია რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა, რის გამოც გზა 200 მეტრის სიგრძეზეა გადაკეტილი. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები. „აცხადებენ, რომ წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება ამ ტერიტორიაზე. ეს იყო ნამდვილად უბედური შემთხვევა, გამოწვეული იმ ძალიან დიდი ნალექით, რომელიც ამ 2 დღეში მოვიდა იმერეთში, განსაკუთრებით ბაღდათში. ბაღდათი და ვანია ის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა, ამან გამოიწვია სტიქიური მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა,“ - აღნიშნა შალამბერიძემ. მისივე თქმით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. „ძალიან დიდი მასაა, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრია ჩამოსული. 200 მეტრის სიგრძეზეა გზა გადაკეტილი,“ - აღნიშნა შალამბერიძემ „პალიტრანიუსის„ ეთერში. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაო.  

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874. ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ,“ - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.  

„კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება“ - გარემოს სააგენტო სოფელ ნერგეეთზე განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება მოხდა. „მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა. მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი - გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ. 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი. კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას,“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი  

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გრძელდება ოთხი პირის სამძებრო სამუშაო. „კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება“ - გარემოს სააგენტო სოფელ ნერგეეთზე განცხადებას ავრცელებს

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ექვსი ცხედარია ნაპოვნი. დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ექვსი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება სამი პირის სამძებრო სამუშაო. სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს  

ილია მეორე: მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აჭარასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების, ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას,“ - აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.  

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაო. ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.  

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დღეს, 8 თებერვალს, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე. 7 თებერვლის ცნობებით, 8 ადამიანის ცხედარი იყო ნაპოვნი და ერთი პირის ძებნა გრელდებოდა.  

ხაშურის მერია: დაბა სურამში განვითარდა მეწყრული პროცესები, 40 ოჯახი საშიში ზონიდან გაყვანილია

ხაშურის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში განვითარდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის 10 მოქალაქის გადაყვანა სასტუმროში და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. „გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გაწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის. გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს. გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სტიქიას ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მსხვერპლი მოჰყვა.  

6 თებერვლის შემდეგ 94 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილებში - გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორი, 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და ერთი - შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყერები. „6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფელ ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები. აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  

კობახიძე: ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს გაეცნო. მისი თქმით, „სადაც არის განსახლება საჭირო, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს და ასევე იქნება კომპენსაციების შემთხვევაშიც.“ „ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებში იმყოფებოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძესთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც გაეცნო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  

ირაკლი კობახიძე: შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები

„შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, აქედან 300-ზე მეტის შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები და საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. „გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა, შესაბამის მონაკვეთებზე. დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, სადაც 300-ზე მეტის შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები. მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც ყველაზე აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რას წერს გარემოს სააგენტო შოვისა და ნერგეეთის შესახებ ანგარიშებში

მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ არის. უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად; ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს,” - ნათქვამია ანგარიშში. დასკვნები და რეკომენდაციები: მეწყრული სხეული განვითარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე; 2. სოფ. ნერგეეთში, 2024 წლის 7 თებერვალს, კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარების ძირითადი ფაქტორებია - ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული 13 პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება. აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა; 3. მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3- ია; 4. მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი; 5. მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს; 6. მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით; 7. სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები; 8. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტიანი.