ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს გასულ ღამით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
მიზეზად ქარიშხლის შედეგად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება დასახელდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან მიეწოდება.
სააგენტო „რესს“ ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანიის, „ენერგორესურსების“ დირექტორმა აცამაზ კაბისოვმა განუცხადა, რომ უამინდობით გამოწვეული ავარიის შედეგად, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა.
გამთენიისას რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო.