ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, თავმდამსხმელებმა აშშ-ის ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს - AP

ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი იემენის სანაპიროსთან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ხომალდზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა აშშ-ის საზღვაო ძალების მოთხოვნის შემდეგ, ტანკერი გაათავისუფლეს. ისინი აშშ-ის საზღვაო ძალებმა დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ცენტრალური სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა და მოკავშირეებმა, მათ შორის Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელ USS Mason-ის მზადყოფნაში მოყვანით, საპასუხო ქმედება განახორციელეს და თავდამსხმელებს ტანკერის გათავისუფლება მოსთხოვეს. 


„ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გემი დატოვა და გაქცევა მათი პატარა ნავით სცადა. Mason დაედევნა თავდამსხმელებს, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ ჩაბარდნენ," - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ.

ტანკერი 26 ნოემბერს გაიტაცეს. ცენტრალურ სარდლობას გამტაცებლების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა.

იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა თავდასხმაში ჰუსიტებს ადანაშაულებდა, თუმცა აჯანყებულებს, რომლებიც დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ, პასუხისმგებლობა ტანკერის გატაცებასა და სარაკეტო თავდასხმაზე არ აუღიათ.

ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, მისი მმართველი კი კომპანია Zodiac Maritime-ია. კომპანიის წარმომადგენელმა შემთხვევას "საეჭვო მეკობრეობის ინციდენტი" უწოდა. კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეები იმყოფებოდნენ.