სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ. ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ოფიციალურად სთხოვენ.
„გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობის სახელით, რომელიც უკვე ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სტუდენტს აერთიანებს, მათი სახელით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება, გამოსცეს შეწყალების აქტი ლაზარესთან მიმართებაში, რომელიც 7-8 მარტის აქციების მონაწილეა. ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი. ფაქტობრივად, არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ აქვს სახელმწიფოს იმისა, რომ ლაზარემ ჩაიდინა ეს დანაშაული... შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკური, პირველივე დღიდან," - ამბობს ნიკო მანაგაძე.