საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანში ჩავიდა აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-10 სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები, რათა განიხილონ ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას.