ბლინკენი ბრიუსელშია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელს 27029 ნოემბერს ეწვევა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


მისივე თანახმად, ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.