ზამთრის ქარიშხალმა უკრაინის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი მოიცვა, უკაინაში სულ მცირე ხუთი ადამიანი, მეზობელ მოლდოვაში კი, სამი ადამიანი დაიღუპა. ამ ორივე ქვეყანაში ასევე არიან დაშავებულები. სკოლები დაიხურა როგორც სამხრეთ უკრაინაში, ასევე მოლდოვაში.
დაზარალდა რუმინეთიც. მთლიანობაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა.
შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს თოვა მოყვა. შტორმი იყო ქობულეთისა და ბათუმის სანაპიროებზეც.