თეგი: ქარიშხალი

აშშ-ში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა. ფლორიდას ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშეა 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ფლორიდაში, 147 000 - სამხრეთ კაროლინაში, 285 000 ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 000 ვირჯინიაში. ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის 5000-მდე წევრის მობილიზაცია განახორციელა.  

ფლორიდის შტატში, ქარიშხალ „იანის“ შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

ფლორიდის შტატში ქარიშხალ "იანს" 87 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ასობით სახლი დააზიანა. ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა ამასთან, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ელექტროენერგიის გარეშე მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს მაინც წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  

ფილიპინებს ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს, დაიღუპა სულ მცირე, 45 ადამიანი

ფილიპინების სამხრეთ პროვინციებს ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს. BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა 45-ს გადააჭარბა. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.  

აშშ-ში, ქარიშხალს სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ  Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, სტიქიური უბედურების გამო 25 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დროებით საცხოვრებელი დაეტოვებინა. ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ განსაკუთრებით ქალაქი მონტეციტო დააზიანა.  

ძლიერ ქარიშხალს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა

ზამთრის ქარიშხალმა უკრაინის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი მოიცვა, უკაინაში სულ მცირე ხუთი ადამიანი, მეზობელ მოლდოვაში კი, სამი ადამიანი დაიღუპა. ამ ორივე ქვეყანაში ასევე არიან დაშავებულები. სკოლები დაიხურა როგორც სამხრეთ უკრაინაში, ასევე მოლდოვაში. დაზარალდა რუმინეთიც. მთლიანობაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს თოვა მოყვა. შტორმი იყო ქობულეთისა და ბათუმის სანაპიროებზეც.