ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს რეგიონში ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ისრაელის თავდაცვის უფლებას, ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების გზებს განიხილავს.
მთლიანობაში, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
დღეს ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა.