საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს; საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასსა და გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამინისტრაციის ცნობით პრეზიდენტმა ელჩებთან საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა განიხილა.
"პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები", - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც კონკრეტული ინფორმაცია მითითებული არ არის.
დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდა.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.