ფინეთის ქალაქ ტურკუს ხელისუფლება რუსეთის ყოფილი გენერალური საკონსულოს შენობას შეისყიდის. უკრაინული რესურსების ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შესყიდვის გადაწყვეტილება წინა დღეს ტურკუს საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
შენობის ამჟამინდელი მფლობელი Senate Properties და ქალაქის ხელისუფლება 1,6 მილიონი ევროიან გარიგებაზე შეთანხმდნენ. ამ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ბაღი აშენდება.
ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან ფინეთში, ქალაქ ტურკუში რუსეთის საკონსულო დაიხურა. 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა.
„ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო.
მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს.