უკრაინის უმაღლეს რადამ და ევროპარლამენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უმაღლეს რადასა და ევროპარლამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ზოგად ჩარჩოს ასახავდა. ამ მემორანდუმის ფარგლებში მიიღება მისი განხორციელების გეგმა," - განაცხადა სტეფანჩუკმა. სტეფანჩუკის თქმით, შესაბამისი მემორანდუმის განხორციელების ფარგლებში, ევროპარლამენტი უკრაინაში წარმომადგენლობას გახსნის.
სტეფანჩუკი 27-30 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.