ევროკომისიამ რუსული ბრილიანტის აკრძალვა დაამტკიცა - AFP

ევროკომისიამ რუსული ბრილიანტების გაყიდვის აკრძალვის შესახებ წინადადება დაამტკიცა და დოკუმენტი შესაძლოა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მალე გაეგზავნოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ AFP წერს.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იარაღის წარმოებისთვის იყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება Bloomberg 15 ნოემბერს მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

სხვა წინადადებები, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს რუსული ბრილიანტების აკრძალვას და ზომებს, რაც რუსული ნავთობის შეზღუდვას ეხება.


გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის, აშშ-ის და ჯგუფის შვიდეულის (G7) მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, რუსული ნედლი ნავთობის აბსოლუტური უმრავლესობა ახლა 60 დოლარის ზღურბლს ზემოთ ვაჭრობს.


იუხედავად ამისა, სანქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია ფასების ლიმიტის დარღვევასთან და სხვა ზომებთან დაკავშირებით, მოსკოვის ნავთობის მოგების შემცირება მაინც მოახერხა.

ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ოთხშაბათს, 15 ნოემბერს მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შემოღების შესახებ. შეთავაზებულ ზომებს შორისაა ემბარგო რუსული ალმასებით ვაჭრობაზე.


Politico-სა და Bloomberg-ის წყაროების თქმით, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს რუსული თუჯისა და სარკისებრი თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და ფოლგის, რუსული გათხევადებული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი ანგარიშვალდებულებას გაამკაცრებს კომპანიებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ეწევიან. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადრე შემოღებული ზღვრული ფასის, ბარელში 60 დოლარის, დაცვას.