NATO არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ბოლო განცხადებები რუსეთისთვის მკაფიო გზავნილია. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატები და ფინეთი, აგზავნიან მეტ საჰაერო თავდაცვას და საბრძოლო მასალას უკრაინაში. მან ხაზი გაუსვა სხვა მოკავშირეებიე მიერ აღებულ ვალდებულებებს.
„ეს ყველაფერი ხელს უწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. და გზავნილს უგზავნის რუსეთს, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ შეფერხდება,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.