NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის პირველი კვანტური სტრატეგია დაამტკიცეს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ NATO-ს საჰაერო ხომალდების AWACS-ის ფლოტის განახლებაზე, რაც ალიანსის ყველაზე დიდი შესყიდვაა. როგორც 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, NATO-მ ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო, AWACS-ის Boeing-ის ექვსი ახალი E-7A Wedgetail-ის ტიპის თვითმფრინავით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. სტოლტენბერგმა მან ხაზი გაუსვა პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას, მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში.
NATO-ს სამხრეთ სამეზობლოსთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან დანიშნა ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რათა შეისწავლოს რეგიონიდან წამოჭრილი გამოწვევები. ჯგუფი რეკომენდაციებს მომავალ გაზაფხულზე წარადგენს.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის NATO-ს შეკავება და თავდაცვა, უკრაინის მხარდაჭერა და პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. შეხვედრის შემდეგ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში ომის გამო. ის მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების პაუზის გახანგრძლივებას, რამაც საშუალება მისცა ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის საჭირო დახმარებას, მეტი მძევლების გათავისუფლებას და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.