NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორსა და უკრაინაში ვითარება მრავალი თვალსაზრისით განსხვავებულია, უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ სიტუაცია ღაზაში და სიტუაცია უკრაინაში ბევრი რამით განსხვავებულია.
„უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. უკრაინა არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს არაპროვოცირებული თავდასხმისგან თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლება.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ჰუმანიტარული სამართალი ყველა კონფლიქტში უნდა იყოს დაცული და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ყოველთვის დაცული უნდა იყოს.
„თავდაცვის უფლება გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში, ამიტომ საერთაშორისო სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი მოქმედებს ყველა კონფლიქტში და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს ეხება ეროვნული კანონმდებლობის დაცვას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს, 28 ნოემბერს ბელგიის დედაქალაქში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო.