დონალდ ტრამპი თუ მომავალ წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება „კატასტროფა“ ევროპისთვის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბორის პისტორიუსმა ეს განცხადება ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატმა მოიგეს არჩევნები, ევროპაში გამოწვევები გაგრძელდება, რადგან ვაშინგტონის ფოკუსირება უფრო მეტი იქნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ასეთ შემთხვევაში კი, პისტორიუსის შეფასებით, ევროპაში აშშ-ის იმავე დონეზე ჩართულობა გაჭირდება. პისტორიუსმა განმარტა, რომ ალიანსში შემავალ ევროპულ ქვეყნებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. ტრამპი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა, არაერთხელ აკრიტიკებდა ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს NATO-ს ფინანსური და სამხედრო ტვირთის არგაზიარების გამო და იმუქრებოდა კიდეც აშშ-ის ჯარების ევროპიდან გაყვანით.