გერმანია NATO-უკრაინის ნდობის ფონდში დამატებით, 11,5 მილიონ ევროს შეიტანს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა განაცხადა.
„NATO-უკრაინის საბჭო იქნება მამოძრავებელი ძალა, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ალიანსთან. NATO-ს სტანდარტები, შესაძლებლობების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმა მთავარია ამ პროცესში. გერმანია დამატებით 11,5 მილიონ ევროს შეიტანს NATO-უკრაინის ნდობის ფონდში,“ აღნიშნა ბერბოკმა.
ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. ასევე, გაიმართა NATO-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.