ჩეხეთი უკრაინელი სამხედროების წვრთნას მომავალ წელსაც განაგრძობს

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა ჩეხეთის მთავრობის წინადადება, რომელიც ქვეყანაში მომავალ წელს უკრაინელი სამხედროების წვრთნის გაგრძელებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრაღის საერთაშორისო რადიო იტყობინება.


ჩეხეთში 3500-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა წვრთნა უკვე გაიარა, ხოლო კიდევ 500 ჩეხმა ინსტრუქტორებმა პოლონეთში გაწვრთნეს. 8 ნოემბერს, ჩეხეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) მანდატი უკრაინის სამხედრო პერსონალის მომზადების მიზნით, მანდატი 2024 წლის ბოლომდე გააფართოვა.