ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის საჭიროებისთვის კერძო თვითმფრინავების დაქირავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ლატვიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კრიშიანის კარინშსი ხსენებული რეისებით ორჯერ უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი. მედია წერს, რომ კარინშსმა სულ მცირე 36 სპეციალური რეისით ისარგებლა, რისთვისაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ევროკავშირის რესურსებიდან 1,3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.
ლატვიური მედიის ცნობით, საუბარია კრიშიანის კარინშსის ფრენების ხარჯები დაფარული იყო ევროკავშირის სახსრებიდან და არა ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, სახელმწიფო კანცელარიამ არ შეიტანა ეს მონაცემები კრიშიანის კარინშსის კერძო ფრენების შესახებ ინფორმაციაში.
კარინშსმა განმარტა, რომ მან შეძლო, შეხვედროდა მსოფლიო ლიდერებს, რაც შეიძლება სწრაფად, რთულ ლოგისტიკურ პირობებში, რითაც გააძლიერა ლატვიის როლი ევროკავშირსა და NATO-ში.