ლაიენის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგია უკრაინასაც უნდა მოიცავდეს

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სტრატეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა 30 ნოემბერს ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინა უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში. ლაიენის თქმით, ეს კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

„პირველი ნაბიჯი ამის მისაღწევად არის უკრაინის ჩართვა სამრეწველო სტრატეგიის საკონსულტაციო პროცესში. ჩვენი სტრატეგია სრულყოფილი შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს, თუ ის გაითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს და მის სამრეწველო პოტენციალს," - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.