პირველ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 - მამაკაცი და 2602 - ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს შეადგენს.
მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.
ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:
* 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება
* 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;
* 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან
* 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;
* 0,4 % - სისხლის გადასხმა
* 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.
რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.