რუსეთი გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოში არ აირჩიეს.
საბჭომ 2024-2025 წლის ახალი შემადგენლობა აირჩია. „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეამ ახლახან აირჩია IMO-ს საბჭოს ახალი შემადგენლობა 2024-2025 წლებში. რუსეთის გარეშე," - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ზელენსკის შეფასებით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არავის მოუტანია იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე რუსეთს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ნოემბერში, ისტორიაში პირველად, რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოში არ აირჩიეს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი.