SpaceX-მა პირველი სომხური თანამგზავრი და სამხრეთ კორეული სადაზვერვო სატელიტი ორბიტაზე გაუშვა

News.am-ის ცნობით, სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთში შემუშავებული პირველი თანამგზავრი Hayasat-1 კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიყვანა. წინასწარი მონაცემებით, ხვალ დილით უკვე შესაძლებელი იქნება თანამგზავრთან კომუნიკაცია. ფრენა თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის ორი დღით გადაიდო.


Hayasat-1 არის მეორე სომხური თანამგზავრი, რომელიც გაშვებულია კოსმოსში, მაგრამ ის პირველია, რომელიც სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთშივე შეიქმნა. Falcon 9-ს მიერ ასევე გაშვებულია სამხრეთ კორეის პირველი ჯაშუშური თანამგზავრი.

სატელიტები კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან გაიგზავნა.