რა წერია საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმთან ბრძოლაზე

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. მასში საქართველო კვლავ აშშ-ის მტკიცე პარტნიორადაა დასახელებული.

საქართველოს შესახებ ქვეთავში მითითებულია, რომ საქართველოში ტერორიზმის მხრივ ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის ნოემბერში, აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.

„საქართველომ 2022 წელსაც გააგრძელა მტკიცე ჩართულობა კონტრტერორისტულ საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების უსაფრთხოების ძლიერ პარტნიორად. საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.“

  • “საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.“

ანგარიშის თანახმად, საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.

  • „საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

„2022 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და NATO-ს ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის ევროპის საბჭოს მერვე კონტრტერორიზმის კომიტეტის სხდომაში, მაისში. დეკემბერში საქართველო ასევე შეუერთდა ევროპოლის კონტრტერორისტულ გაერთიანებულ გუნდს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-სთან. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი მარტში გააკეთა. ივნისში ევროკომისიამ დაადგინა საქართველოს უფლებამოსილება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გადადო მისთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე,“ - აღნიშნულია ანგარიშში.


სახელმწიფო დეპარტამენის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. ხოლო სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებთან და გამოძიებებთან დაკავშირებით და მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან, ასევე საქართველოს პროკურატურასა და საერთაშორისო პარტნიორებთან.


ანგარიშის მიხედვით, რადგან რუსეთს ოკუპირებული საქართველოს აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება “ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ.“


ანგარიშში ნახსენებია ძალადობრივი დაჯგიფება ალტინფოც. მისი მიხედვით, საქართველოს სამართალდამცველბმა აღკვეთეს ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის Alt-Info-ს გეგმები, ჩაეშალათ თბილისი პრაიდი 2022 წლის ივნისში. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, Alt-Info არის ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფი, რომელიც ასოცირდება ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებასთან და განხორციელებასთან ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ 2021 წლის 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს და 2021 წლის 6 ივლისს ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს.

„ალტ-ინფოს“ მომიტინგეებმა ღონისძიების დროს დემონსტრაცია ცალკე ლოკაციაზე მოაწყვეს. 2021 წლის ღონისძიებაზე ჩადენილი ძალდობის არცერთ ორგანიზატორსა და ჯგუფს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, 2022 წელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა,“ - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.