ოლენა ზელენსკას თქმით, მას პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ვადით არჩევა არ სურს

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ The Economist-ს განუცხადა, რომ არ სურს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. 

„არ მინდა, ის (ვოლოდიმირ ზელენსკი) იყოს პრეზიდენტი კიდევ ერთი ან ორი ვადით,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს.


კითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი, ოლენა ზელენსკამ განაცხადა: „ჩვენი ოჯახი გაერთიანდება. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიცხოვრებთ. შვებულებას ავიღებთ."

ზელენსკიმ ნოემბერში განაცხადა, რომ არჩევნებისთვის „არ არის შესაფერისი დრო."