პარიზში, ეიფელის კოშკთან თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით მალევე დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, 26 წლის კაცი.
ის ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაჭრა გერმანიის მოქალაქე.
დარმანენის თქმით, კაცმა დაკავების შემდეგ პოლიციას განუცხადა, რომ ის ღაზის სექტორში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული, ასევე აცხადებდა, რომ დამწუხრებულია, ვინაიდან „ამდენი მუსლიმი კვდება ავღანეთსა და პალესტინაში.“
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს 2016 წელს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი სხვა თავდასხმის მომზადებისთვის.