უკრაინა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ემზადება - ზელენსკი

მომავალ კვირას პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების მომზადება იგეგმება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

  • მან უკრაინის შესაძლებლობების გაზრდა დააანონსა.

„ჩვენ უკვე ვემზადებით - აუცილებლად გავზრდით ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, თავდაცვისა და სამრეწველო სექტორს. ასევე ვამზადებთ სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისგან. ასევე ვემზადებით ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად - ეს უცვლელი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.