პოლონეთმა რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრებზე სპეციალური ბატალიონი განათავსა

აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, პოლონეთმა რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრებზე დამატებითი ბატალიონი განათავსა.

საუბარია სპეციალიზებულ სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფზე, რომელიც პასუხისმგებელია გზებისა და ხიდების მშენებლობა-რემონტზე, ნაღმების დაგება ან გაწმენდაზე, სიმაგრეების მოწყობაზე. პოლონეთი პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნას აძლიერებს.

„დღეს ჩვენ ვხსნით ახალ სამხედრო ნაწილს ავგუსტოვში. იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც პოლონეთს ელის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.


ეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ვარშავა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. მიმდინარე თვეს პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა.