დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში პირველ ვიზიტით ჩადის.
ქემერონი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
ასევე კონგრესის რესპუბლიკელ და დემოკრატ წევრებს შეხვდება.
„ქემერონი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კოლეგებთან დისკუსიებში, რომლის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
„ის ასევე იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის,“ ნათქვამია განცხადებაში. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 13 ნოემბერს დაინიშნა. ის ამ რანგში პირველი ვიზიტით უკრაინში ჩავიდა.