დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Martlet-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა - მედია

უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან Martlet-ის ტიპის რაკეტები მიიღო. რაკეტები უკრაინ ას მტრის დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. იუწყება The Times-ი. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებისგან მიღებულ ახლა დახმარებაზე დღეს ისაუბრა.

Martlet მრავალფუნქციური მართვადი რაკეტაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამხედროებისთვის Thales Air Defense-ის მიერ შეიქმნა.