აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს შუა დერეფნის განვითარების ხედვის ჰარმონიზაციაში. აზერბაიჯანული მედის ცნობით, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Emerging Europe-ის სტატიაში სათაურით სწორი პოლიტიკის შემთხვევაში შუა შერეფანს შეუძლია, გახდეს უფრო მეტი, ვიდრე დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ანალიზში ასევე ნათქვამია, რომ სწორი პოლიტიკით, შუა დერეფანი, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ბაზრებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, შეუძლია, გაზარდოს რეგიონული ვაჭრობა და კავშირი მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის. მსოფლიო ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით, სტატიაში ნათქვამია, რომ სწორი ინვესტიციებით, შუა დერეფანმა შეიძლება, გაასამმაგოს ვაჭრობის მოცულობა და გაანახევროს მარშრუტზე მგზავრობის დრო 2030 წლისთვის.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის საგზაო რუკას, რომელშიც ჩამოთვლილია პრიორიტეტული ინვესტიციები და ქმედებები, რომლებიც საჭიროა შუა დერეფნის გასწვრივ ოპერაციების გასაუმჯობესებლად. 2023 წლის ივნისში აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი ასევე შეთანხმდნენ მარშრუტის ერთობლივი ლოგისტიკური მიმართულების ოპერატორის შექმნაზე.