ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „rizz″ წლის სიტყვად დაასახელა, რაც ახალგაზრდა თაობაში მის პოპულარობას უსვამს ხაზს.
კერძოდ, სიტყვა „rizz″ მოხიბლვის, მოზიდვის უნარს აღწერს.
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
„ითვლება, რომ Rizz მომდინარეობს სიტყვა - ქარიზმიდან და შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც ზმნა - "rizz up," - განმარტა გამომცემელმა.
სიტყვა პოპულარულია TikTok-ის მომხმარებლებში, სადაც ვიდეოებს ჰეშთეგით Rizz, მილიარდობით ნახვა აქვს.