უკრაინა სლოვენიიდან ჰუმანიტარული განაღმვის საჭიროების დასაკმაყოფილებლად 1,5 მილიონ ევროს მიიღებს
შეთანხმებას ხელი მოაწერეს სლოვენიის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრიი ტარანმა და სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა.
„ეს თანხები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდას ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან და მრავალი უკრაინელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას,“ - განაცხადა იულია სვირიდენკომ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს, შეიმუშაოს გრძელვადიანი გადაწყვეტილებები და დაიწყოს პროექტები, რომლებიც დააკმაყოფილებს გადაუდებელ საჭიროებებს და საფუძველს ჩაუყრის ამ სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობას,რასაც აკეთებს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და დიალოგით.
ამ დროისთვის უკრაინა ყველაზე დანაღმული ტერიტორიის მქონე ქვეყანა. მისი ტერიტორიის თითქმის მესამედი, დაახლოებით 174,000 კვადრატული კილომეტრი, პოტენციურად საშიშად ითვლება.
უკრაინის მთავრობა მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების 80%-ის ეკონომიკურ ექსპლუატაციაში დაბრუნებას 10 წლის განმავლობაში. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და ამერიკული კომპანია Tetra Tech შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაღმებისგან გაწმენდის მიზნით ითანამშრომლებენ