ჰოლანდიის მთავრობა 8 მილიონ ევროს (8,6 მილიონი დოლარი) გამოყოფს, რომლითაც რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამართალდამცველების საქმიანობას დაუჭერს მხარს. შესაბამის განცხადება ევროკავშირის მრჩეველთა მისიამ (EUAM) გააკეთა.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა კიევში მოაწერა ხელი პროექტის „განხორციელების შეთანხმებას“ როლფ ჰომბოესთან, EUAM Ukraine-ის ხელმძღვანელთან ერთად.
დაფინანსება მოხმარდება ძირითად აღჭურვილობას, როგორიცაა, მობილური პოლიციის განყოფილებები, საკომუნიკაციო და IT აღჭურვილობა და სასამართლო ექსპერტიზის აღჭურვილობა ომის დანაშაულის ადგილებისთვის.
„გათავისუფლებული ტერიტორიების წინაშე დგას გამოწვევები უსაფრთხოების აღდგენის კუთხით და „განსაკუთრებით სოციალური ერთიანობის აღდგენის მიმართულებით,“ განაცხადა EUAM უკრაინამ.