აშშ-მა და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. Reuters-ის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანების სწრაფად დასრულების მოლოდინი აქვს, მაგრამ უჭირს ზუსტად დაასახელოს თარიღი, როდის აუნთებენ შვედეთს მწვანე შუქს თურქეთი და უნგრეთი.
„შვედეთი არის ძლიერი, ქმედუნარიანი თავდაცვის პარტნიორი, რომელიც NATO-ს ღირებულებებს მხარს უჭერს და ალიანსს გაწევრიანების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებს. შვედეთის წევრობა ჩვენს კოლექტიურ თავდაცვასა და ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის უნარს გააძლიერებს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.