თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა.
ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების მიერ კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად ხორციელდება,“ — აცხადებს მერია.
ამასთან, მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკაონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას ჰპირდებიან.