ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში

„საქართველო და აზერბაიჯანი ახლო პარტნიორები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ენერგეტიკული თანამშრომლობა. თუმცა ამ თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, ევროპაში სტრატეგიული მნიშვნელობის კონსოლიდირებულ გუნდად წარმოგვეჩინა თავი,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: შინ დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განაცხადა.


ილჰამ ალიევმა გაიხსენა, რომ ხშირად სტუმრობს საქართველოს, ისევე როგორც საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - ბაქოს და ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.

ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ქართველ მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ ამ წამოწყებაში და ვულოცავ სტატუსის მინიჭებას,“ - აღნიშნა ალიევმა.