ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები კვიპროსში ჩავიდნენ, რათა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამოძიებას დაეხმარონ.
ამის შესახებ The Guardian იტყობინება.
მედია წერს, რომ კვიპროსის სამართალდამცავ ორგანოებს 24 კაციანი გუნდი დაეხმარება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე კვირას გვიან ჩავიდნენ. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ დაეხმარნენ კვიპროსში იურისტები და ბუღალტრები კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენების აქტივების დაცვაში.
აშშ-ის გუნდში შედიან ექსპერტები აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელიდან, რომელიც სპეციალიზირებულია სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების იდენტიფიცირებაში საბანკო ოპერაციების ანალიზის გზით.
სავარაუდოდ, კვიპროსის ხელისუფლება სპეციალურ დახმარებას ალექსეი მორდაშოვის, რუსი ლითონების, სამთო და საბანკო მაგნატის საქმეში ითხოვს.
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა არაერთხელ გამოაცხადა „ნულოვანი ტოლერანტობა“ სანქციების დარღვევის მიმართ.