სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ჯოშუა ჰაკის ვიზიტის მთავარი მიზანი დაასახელა

Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯოშუა ჰაკის საქართველოში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ჰაკის ვიზიტი რეგიონში დაგეგმილი დიპლომატიური ხასიათის მოგზაურობის ნაწილია.


„მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი საქართველოს ეწვია რეგიონში რეგულარულად დაგეგმილი დიპლომატიური ხასიათის ვიზიტის ფარგლებში. ის შეხვდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რათა განეხილათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები; აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთში შემდგომი ინტეგრაციისთვის; საქართველოს ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში.